სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

ნოტარიუსთა პალატა

შესახებ

ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობაზე დაფუძნებული და თვითმმართველობის პრინციპზე აგებული ნოტარიუსების გაერთიანებაა. კანონის თანახმად, ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ნოტარიუსთა პალატის თითოეული წევრი ვალდებულია, გადაიხადოს საწევრო გადასახადი.

საქართველოს ნოტარიატის მართვის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - პალატის გამგეობა, რომელიც 7 წევრისაგან შედგება და აირჩევა კრების მიერ 3 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით. გამგეობის თავმჯდომარეს, ასევე, ირჩევს საერთო კრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.

სახელმწიფო კონტროლს ნოტარიატის საქმიანობაზე ახორციალებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

ფუნქციები და მიზნები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში, უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტასა და ნოტარიუსების საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    (+995 32) 220 67 77   (+995 32) 220 67 76

  • ელ-ფოსტა

    contact@notary.ge

  • საქმიანობის სფერო

    იურისპრუდენცია; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი