სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სს ნიკორა
სს ნიკორა

ნიკორა

შესახებ

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 17 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი თორმეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა.   „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

  • ტელეფონი

    +995 32 269 01 07  

  • ელ-ფოსტა

    staff@nikora.ge

  • საქმიანობის სფერო

    ვაჭრობა; წარმოება

  • კარიერის გვერდი

    nikoraholding.ge/georgian/home
  • განცხადებები 1

    ვაკანსია

მდებარეობა

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი