სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი

შესახებ

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 1927 წელს შეიქმნა. მისი დაფუძნება ცნობილი ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე თაყაიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. თეატრის პირველი სპექტაკლი იყო ნ.საცის ,,ფრიც ბაუერი.” მას მოჰყვა ს.ზაიაიცკის ,,რობინ ჰუდი,” ვ.კურდიუმოვის ,,კაცი შავი სათვალეებით,” ნ.ოგნევის ,,ჰაიავატა,” მ.კლარპიცკაიას ,,დამსმენი” და სხვა. სპექტაკლებს დიდი ინტერესით უყურებდნენ მოზარდები. ამაში, ა.თაყაიშვილის გარდა, დიდი დამსახურება მიუძღოდათ მსახიობებს: გ.კუპრაშვილს, თ.თვალიაშვილს, გ.დარისპანაშვილს, მ.ერგნელს, ცოტა მოგვიანებით - ვ.არეშიძეს, ი.ნინუას, ა.კაჭკაჭიშვილს, ნ.სიბილას, დ.ცხაკაიას, ნ.ხორავას, მ.ჯაჯანაშვილს, ი.დონაურს, გ.დეისაძეს, ა.ყიასაშვილს, დ.ძნელაძეს, ა.ღვინიაშვილს და სხვებს.

თეატრის ძირითად ფუნქციებს, მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი თოჯინური და საყმაწვილო სპექტაკლების დადგმა და მათი მეშვეობით მოსახლეობის ფართო ფენებში თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა, ბავშვთა და მოზარდთა სულიერი და ესთეტიკური აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თოჯინური და საყმაწვილო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.   

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    2953681  

  • ელ-ფოსტა

    khvtiso@yahoo.com

  • საქმიანობის სფერო

    კულტურა და ხელოვნება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი