სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო
სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო

მეწარმეობის განვითარების სააგენტო

შესახებ

მეწარმეობის განვითარების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული, სახელმწიფო პროგრამის " აწარმოე საქართველოში" განმახორციელებელი პირველი სახელმწიფო უწყებაა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში:

  • ყველა ბენეფიციარი გაივლის თანამედროვე სტანდარტების საკონსულტაციო მხარდაჭერას
  • ვქმნით მექანიზმებს ბიზნესის მარტივად წამოწყებისათვის და ვეხმარებით კომპანიებს მოგებისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნებაში;
  • ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესს მაღალი სამეწარმეო კულტურის განვითარებაში ტრეინინგების, კონსულტაციების და ბიზნეს კავშირების დამყარების მეშვეობით;
  • ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ინფორმაციის მიღებაში, მათი ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშრებით;
  • ვუზრუნველვყოფთ მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსებაზე სხვადასხვა სქემების მეშვეობით (საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, გირაო თანადაფინანსება, გრანტები, სალიზინგო მომსახურება და ა.შ;)
  • მისაწვდომს ვხდით საკონსულტაციო მომსახურებას ადგილობრივი კომპანიებისთვის, რაც ხელს უწყობს წარმოების პროცესის, ოპერაციების მენეჯმენტისა და ბიზნეს ციკლის გაუმჯობესებას;
  • ვახდენთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე: საერთაშორისო გამოფენების, შიდა და გარე სავაჭრო მისიების და ონლაინ მარკეტინგის მეშვეობით;
  • ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ვუმარტივებთ ბიზნესის კეთებისათვის საჭირო ცოდნაზე წვდომას (ბაზრის კვლევები, სამიზნე ბაზრებზე შესვლის ინსტრუქცია და ა.შ.).

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 2 96 00 10  

  • ელ-ფოსტა

    info@enterprise.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი