სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

შესახებ

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო სააგენტო არის "სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს წარმოადგენს:

  1. სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაცია ;
  2. მეტროლოგიის სისტემების ჩამოყალიბება, მათი ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობა ;
  3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროების სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შემუშავება ;
  4. გაზომვის ერთეულის აღწარმოება ეტალონების საშუალებით და ერთეულების გადაცემა სანიმუშო გამზომ საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ;
  5. სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა გაზომვათა ერთიანობის სისტემის განვითარებისათვის ;
  6. დროისა და სიხშირის სამუშაოთა ორგანიზება და წარმართვა ;
  7. გაზომვის ერთეულის ეტალონების, ნივთიერებათა და მასალათა სტანდარტული ნიმუშებისა და სტანდარტული საცნობარო მონაცემების შექმნის საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა ;
  8. არსებული სახელმწიფო ეროვნული ეტალონების, უმაღლესი სიზუსტის დანადგარების, გაზომვის სანიმუშო საშუალებების შენახვა, მათი ექსპლუატაციის საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა ;
  9. ეტალონური ბაზის შექმნისა და განვითარების, სანიმუშო გაზომვის საშუალებების (მათ შორის , იმპორტული) დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდისა და ტიპის დამტკიცების სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;
  10. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის აღიარების და პირველადი დამოწმების აღიარების სამუშაოების განხორციელება ;
  11. სახელმწიფო ეროვნული ეტალონებისა და გაზომვის სანიმუშო საშუალებების შექმნის მიზნით საკვლევი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მეტროლოგიური უზრუნველყოფის ერთიანი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება ;
  12. მეტროლოგიის სფეროში წარმოქმნილი დავების შემთხვევაში საექსპერტო სამუშაოთა შესრულება ;
  13. სტანდარტების რეესტრის სამუშაოების ორგანიზება, წარმართვა და სტანდარტების ნუსხის (რეესტრის) საჯაროობის უზრუნველყოფა ;
  14. სტანდარტებისა და გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება, განახლება და საჯაროობის უზრუნველყოფა ;
  15. მეტროლოგიის სფეროში სტანდარტების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება და ა.შ.
  • ტელეფონი

    (995 32) 261 25 30  

  • ელ-ფოსტა

    geostm@geostm.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი