სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.
   გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპის ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად. 
   გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
    მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - ,,საკრებულო“) არის ადგილობრივივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 
   საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული   წევრებისაგან
   საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი.
  საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით, წყვეტს საკრებულო.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 599 07 03 92   +995 577 95 92 00

  • ელ-ფოსტა

    martvilisgamgeoba@gmail.com

    martvili.mun@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი