სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და სხვა მიგრანტთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, მიგრაციის კონტროლისა და განსახლების სფეროში.

სამინისტროს ძირითადი მისიაა ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის დარეგულირება, დაზარალებულთა დროებითი ან მუდმივი განსახლება, მათი ადაპტირება-ინტეგრირებისთვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო შეიმუშავებს და წარმართავს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმიანობა 'საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ' კანონის მე-17 მუხლის I პუნქტს ემყარება და კონტროლდება მთავრობის მიერ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში სამინისტროს ეფექტურ მუშაობას მის დაქვემდებარებში მყოფი ოთხი ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველო;
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის სამმართველო;
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველო;
სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულია სამინისტროს შემდეგი პრიორიტებები;
დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
მუსლიმანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

  • ტელეფონი

    (995 32) 2 43 11 00   (995 32) 2 31 15 98

  • ელ-ფოსტა

    info@mra.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი