სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი; გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტუქტურული ერთეულებისაგან.
   გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპის ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, სხვა მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების შესაბამისად; გამგეობის  თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 
    საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით' და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის  განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. 
  საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული   წევრებისაგან.
   საკრებულოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ' ევროპული ქარტია, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს რეგლამენტი. საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით, წყვეტს საკრებულო. 
   
 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 591 81 23 61  

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი