სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

შესახებ

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის  მიზანია ქართული კინემატოგრაფიის არსებობისა და განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდიანცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოებისა და გავრცელებისათვის ხელის შეწყობა, მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაცია.

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ამოცანები:

  1. შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა და სრულყოფა;
  2. კინოს განვითარებისათვის მისი მატერიალურ-ტექნიკური, სამეცნიერო, საინფორმაციო, საწარმოო და საგანმანათლებლო ბაზის სრულყოფა;
  3. ეროვნული კინოპროდუქციის წარმოების ფინანსური უზრუნველყოფა;
  4. ქართული კინოს დაცვისა და განვითარების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია;
  5. კინოს ინფრასტრუქტურისა და კინოქსელისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია;
  6. კინემატოგრაფიაში ერთიანი საინფორმაციო-საღრიცხვო სისტემის დანერგვა-ამოქმედება;
  7. საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა;
  8. კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარების, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელშეწყობა;
  9. კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა;
  10. კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთოშორისო კინოფესიტვალებში მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი არის საქართველოს კულტურის სამინისტროსთან მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 2 999 200   + 995 32 2 999 102

  • ელ-ფოსტა

    info@gnfc.ge

  • საქმიანობის სფერო

    კულტურა და ხელოვნება; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი