სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

შესახებ

   გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.

   გამგეობის საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი', საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

   გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო) არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი'-თა და ამ რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 422 25 93 13   +995 422 25 91 00

  • ელ-ფოსტა

    khelvachauri.mun@gmail.com

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი