სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
იფქლი
იფქლი

იფქლი

შესახებ

კომპანია "იფქლის" ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნესის წარმოება საქართველოში არც ისე მარტივი იყო. მრავალი დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, პურის და საქმის სიყვარულით, კომპანიამ შეძლო გაზრდა და განვითარება. 

დღესდღეობით "იფქლი" 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულს აწარმოებს კომპანიის განახლებულ და ევროპული ტიპის საწარმოში. პურფუნთუშეული სადისტრიბუციო ხაზით თბილისის თითქმის ყველა მაღაზია, რუსთავი, მცხეთაი, გორი და ქუთაისი მარაგდება. პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია "იფქლის" კუთვნილ მაღაზიებში, ქერჩის პირველ და წერეთლის 11 ნომრებში.

წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია არაერთხელ დაჯილდოვდა პურფუნთუშეულში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. თითოეული მიღებული ჯილდო ჩვენთვის მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო გავიზარდოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება გახდეს ჩვენი პროდუქტის მომხმარებელი. 

დღესდღეობით ბაზარზე კომპანია "იფქლთან" ერთად, კომპანიები "იფქლი 1" და "იფქლი პირველიც" აწარმოებენ პურს, თუმცა აღნიშნულ კომპანიებთან ჩვენს კომპანიას საერთო არაფერი აქვს. ამიტომ, როცა მაღაზიაში ჩვენს პროდუქციას ირჩევთ, კარგად დააკვირდით კომპანიის სახელს, ლოგოს და სლოგანს. ჩვენ ვართ "იფქლი", რომელიც გულით აცხობს.

2016 წლიდან კომპანია სრულყოფილი ცხობის მეთოდით პურეულს ბუნებრივი საფუარის გამოყენებით აცხობს. გარდა ამისა, საწარმოში პურის ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პური აქ უკონტაქტოდ ცხვება.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 591 10 83 53  

  • ელ-ფოსტა

    info@ipkli.com

  • საქმიანობის სფერო

    წარმოება

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი