სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
გურჯაანის რაიონული სასამართლო
გურჯაანის რაიონული სასამართლო

გურჯაანის რაიონული სასამართლო

შესახებ

  გურჯაანის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქ. გურჯაანში, სანაპიროს ქ. №24-ში. სასამართლო შენობის მშენებლობა დაიწყო 1976 წელს და დასრულდა 1978 წლის ივნისში, რომელშიც განთავსდა სახალხო სასამართლო, პროკურატურა, სასამართლო აღმასრულებლის ოფისი და საადვოკატო ბიურო. 2009 წლიდან გურჯაანის სასამართლო გახდა მაგისტრატი სასამართლო, ხოლო 2011 წელს, სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში, გურჯაანის მაგისტრატი სასამართლო გახდა რაიონული სასამართლო, განხორციელდა სასამართლო შენობის რეკონსტრუქცია და სასამართლომ ფუნქციონირება განაგრძო განახლებულ შენობაში. გურჯაანის რაიონული სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიც განიხილავს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებს. 2011 წლის 1 ნოემბრიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს განსჯადობა ვრცელდება უშუალოდ გურჯაანის, აგრეთვე ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებზე. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მოქმედებენ მაგისტრატი მოსამართლეები. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს 4 მოსამართლე. სასამართლოში დასაქმებულია 22 საჯარო მოსამსახურე. სასამართლოს შენობა სამსართულიანია. შენობაში 3 თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხდომის დარბაზია. ერთი დარბაზი მდებარეობს შენობის პირველ სართულზე, ხოლო დანარჩენი 2 მეორე სართულზე. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადებების მიღება. როგორც პირველ, აგრეთვე მეორე სართულზე განთავსებულია მოსამართლეთა და თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები. მესამე სართული ეკუთვნის საქართველოს პროკურატურას, რომელიც 2013 წლიდან გადავიდა და განთავსდა გურჯაანის იუსტიციის სახლის მესამე სართულზე. გურჯაანის რაიონული სასამართლოს არქივში ინახება სასამართლოში განხილული საქმეები 2008 წლიდან დღემდე, ხოლო 2007 წლის ჩათვლით ყველა კატეგორიის საქმე გადაგზავნილია საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის არქივში

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +9950353 223822  

  • საქმიანობის სფერო

    იურისპრუდენცია; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    court.ge/courts/gurjaanis_raionuli_sasamartlo/?page=20
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი