სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

საგრანტო კონკურსი 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად

სხვადასხვა
  • თბილისი
  • აბაშა
  • ადიგენი
  • ამბროლაური
  • ასპინძა
  • ახალგორი
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბათუმი
  • ბაქო
  • ბაღდათი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ვანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თეთრიწყარო
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თიანეთი
  • კასპი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • ლენტეხი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მესტია
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • რუსთავი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • ტყიბული
  • ფოთი
  • ქარელი
  • ქედა
  • ქობულეთი
  • ქუთაისი
  • ყაზბეგი
  • ყვარელი
  • შუახევი
  • ჩოხატაური
  • ჩხოროწყუ
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წყალტუბო
  • ჭიათურა
  • ხარაგაული
  • ხაშური
  • ხელვაჩაური
  • ხობი
  • ხონი
  • ხულო
გამოქვეყნდა 18/05/2018 ბოლო ვადა: 01/06/2018

ევროპის ფონდი აცხადებს კონკურსს 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოსავლენად და იწვევს სურსათის სფეროში მომუშავე ყველა საწარმოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

 

კონკურსის შესახებ 
ევროპული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში კონკურსი უკვე მეხუთედ ტარდება და მიზნად ისახავს იმ სასურსათო საწარმოების წახალისებას, რომლებიც ასრულებენ საქართველოში მოქმედ სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს წოდება მიენიჭება კონკურსში მონაწილე იმ საწარმოს, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. გამარჯვებული საწარმოს შესახებ ინფორმაციას ევროპის ფონდი აქტიურად გაავრცელებს ფონდის საკომუნიკაციო არხებით.

კონკურსის ყველა მონაწილე, წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ მიიღებს დარგის ექსპერტების რეკომენდაციებს საწარმოო პროცესის ორგანიზების თაობაზე. გარდა ამისა, საწარმოების მიერ წარმოებული, ან ნავაჭრი სურსათის შერჩეულ ნიმუშებს წელიწადში სამჯერ, უსასყიდლოდ ჩაუტარდება ლაბორატორიული შემოწმება. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მეწარმეებს, უკეთ იყვნენ მომზადებული სახელმწიფო კონტროლისათვის. 

 

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? 

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებიც ორგანიზებულად აწარმოებენ სურსათს, ან ვაჭრობენ სურსათით. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.


 

შეფასების კრიტერიუმები:
კონკურსის მონაწილეთა საწარმოო პროცესი და წარმოებული, ან რეალიზებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს საქართველოში მოქმედ უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნებს. გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსში მონაწილეთა საწარმოო პროცესებისა და მათი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად. კერძოდ, განაცხადების განხილვის საფუძველზე შერჩეულ საწარმოებთან შეთანხმების შემდეგ, ფონდის მიერ დაქირავებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები კონკურსის მონაწილე თითოეულ საწარმოს სამჯერ, გაუფრთხილებლად ეწვევიან საწარმოო პროცესების ადგილზე შესაფასებლად, საწარმოების მიერ წარმოებული/რეალიზებული პროდუქტის ნიმუშებს კი აკრედიტებულ ლაბორატორიაში შეამოწმებენ. შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მოცემული საწარმოსა და ევროპის ფონდისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობა განსხვავებულ ვალდებულებას აკისრებს პროცესის მონაწილე მხარეებს. სამი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, ფონდი წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს გამოავლენს.



განაცხადის წარდგენის პროცედურები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ფონდის ოფისში, ან ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: lberdzuli@epfound.ge. წერილის კონვერტზე, ან ელექტრონული გზავნილის საგნის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: 2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო.
 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ივნისი.
 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, ფონდი გააფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის თაობაზე.
 

კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადება იგეგმება 2019 წლის გაზაფხულზე. 


 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპის ფონდი, თბილისი, კავსაძის 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43. 

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, პროგრამის თანაშემწე, ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge

 
ევროპის ფონდი
51-100
თანამშრომელი

ევროპის ფონდი

  ევროპის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

ევროპის ფონდი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი