სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი

სხვადასხვა
  • თბილისი
  • აბაშა
  • ადიგენი
  • ამბროლაური
  • ასპინძა
  • ახალგორი
  • ახალქალაქი
  • ახმეტა
  • ბათუმი
  • ბაღდათი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ვანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თეთრიწყარო
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თიანეთი
  • კასპი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • ლენტეხი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მესტია
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • პოლონეთი
  • რუსთავი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • ტყიბული
  • ფოთი
  • ქარელი
  • ქედა
  • ქობულეთი
  • ქუთაისი
  • ყაზბეგი
  • ყვარელი
  • შუახევი
  • ჩოხატაური
  • ჩხოროწყუ
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წყალტუბო
  • ჭიათურა
  • ხარაგაული
  • ხაშური
  • ხელვაჩაური
  • ხობი
  • ხონი
  • ხულო
გამოქვეყნდა 12/04/2018 ბოლო ვადა: 28/05/2018

ონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ახალგზარდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

 

საპროექტო განაცხადის ტიპი 

  • ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში, და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.

კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.

  • ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
  • შესაძლებელია, ახალგაზრდა მეცნიერს ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი. კონსულტანტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს არა უმეტეს 2 დამხმარე პერსონალი.

საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.

ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება  არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.

პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);

ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);

გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს)

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • 2 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • 2018 წლის 18 აპრილს 16:00 საათზე, 3 მაისს 16:00 საათზე და 16 მაისს 16:00 საათზე - ჯგუფური კონსულტაციები;
  • 18 მაისი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 30 აპრილიდან 25 მაისის 16:00 საათამდე - პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია;
  • 28 მაისის 16:00 საათამდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა;
  • ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • ივნისი-ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ
  • ივნისი-ივლისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების წარდგენა საკონკურსო ექსპერტების და/ან ესპერტთა ჯგუფებისათვის, განხილვა, შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა
  • აგვისტო – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასაფინანსებლად დამტკიცება;
  • აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • აგვისტო-სექტემბერი - ახალგაზრდა მეცნიერებთან ხელშეკრულების გაფორმება.

რეკომენდებულია, 5 აპრილიდან პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). ეს პირებია: ახალგაზრდა მეცნიერი, მენტორი, მასპინძელი დაწესებულება და ასევე კონსულტანტი, თანადამფინანსებლი ან სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც პროექტს უზრუნველყოფს კვლევისათვის საჭირო მატერიალურ ტექნიკური ბაზით (ასეთების არსებობის შემთხვევაში).

 

კოორდინატორები:

  • ნინო ბიწაძე
  • მეგი ქარცივაძე 
  • ნატალია გვერდწითელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტა: ys@rustaveli.org.ge

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/2JFkdaf

 
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
11-50
თანამშრომელი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი