სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი

სხვადასხვა
  • თბილისი
  • აბაშა
  • ადიგენი
  • ამბროლაური
  • ასპინძა
  • ახალგორი
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბათუმი
  • ბაქო
  • ბაღდათი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ვანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თეთრიწყარო
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თიანეთი
  • კასპი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • ლენტეხი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მესტია
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • პოლონეთი
  • რუსთავი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • ტყიბული
  • ფოთი
  • ქარელი
  • ქედა
  • ქობულეთი
  • ქუთაისი
  • ყაზბეგი
  • ყვარელი
  • შუახევი
  • ჩოხატაური
  • ჩხოროწყუ
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წყალტუბო
  • ჭიათურა
  • ხარაგაული
  • ხაშური
  • ხელვაჩაური
  • ხობი
  • ხონი
  • ხულო
გამოქვეყნდა 12/04/2018 ბოლო ვადა: 21/06/2018

კონკურსის მიზანი

ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა,  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა  საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.

 

 საპროექტო განაცხადი ტიპი 

  • ინდივიდუალური 

 

კონკურსის ძირითადი პირობები

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების

კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

  

ფინანსური მოთხოვნები:

  • ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს.
  • დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე)  არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს.

პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად).

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი 

  • 2018 წლის 5 აპრილი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
  • 24 აპრილი, 24 მაისი და 12 ივნისი – ჯგუფური კონსულტაციები;
  • 14 ივნისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 1 ივნისიდან 20 ივნისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
  • 21 ივნისის 16:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში
  • ივნისი-ივლისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
  • ივლისი-აგვისტო - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა;
  • აგვისტო-სექტემბერი – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
  • სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • სექტემბერი-ოქტომბერი – გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

 

რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

კოორდინატორები:

  • ანა ფოლოდაშვილი 
  • ნატალია გვერდწითელი
  • ოთარ გოგიაშვილი

საკონტაქტო ინფორმაცია: do@rustaveli.org.ge

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:http://bit.ly/2qpI8CN

 
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
11-50
თანამშრომელი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი