სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

ამ განცხადების ვადა ამოიწურა

კონკურსი - ევროპის ერთ-ერთი იშვიათი სახეობის - ბექობის არწივის კონსერვაციისათვის

სხვადასხვა
  • გურჯაანი
  • თელავი
  • საგარეჯო
  • სიღნაღი
  • ყვარელი
გამოქვეყნდა 15/02/2018 ბოლო ვადა: 30/03/2018

CENN აცხადებს კონკურსს ევროპის ყველაზე იშვიათი სახეობის – ბექობის არწივის (Aquila heliaca) კონსერვაციისათვის.

 

კონკურსის მიზანი: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იშვიათი სახეობების დაცვის მნიშვნელობაზე და ბექობის არწივის კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

კონკურსის თემა:

ბექობის არწივი აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებზე ბინადრობს. ფრინველი IUCN-ის საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა ნუსხაშია შესული, როგორც მოწყვლადი სახეობა. პოპულაციის რაოდენობა თანდათან იკლებს. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მობუდარი ბექობის არწივის რიცხვი 55-დან 10 წყვილამდე შემცირდა.

 

კლების მიზეზებია: ადამიანების მიერ ბუდობის დროს ფრინველების შეწუხება, საბუდარი ხეების და ელექტროგადამცემი ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხებისა და მართვეების ამოყვანა, ელექტროდენის დარტყმის შედეგად სიკვდილი, ქარის ან თოვლის შედეგად ბუდის ჩამონგრევა და მათი საარსებო გარემოსა და საკვების დეგრადაცია.

 

ბექობის არწივი 2-3 კვერცხს დებს და ერთ, იშვიათად, ორ მართვეს ზრდის. ნებისმიერი გაცდენილი წელი კი კლებადი პოპულაციისათვის ძალიან დიდი ზიანის მომტანია.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა: კონკურსში მონაწილეობა შეუძლია კახეთის რეგიონის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, როგორც ინდივიდუალურად, ისე – ჯგუფურად.

 

კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ პროექტი  საკონკურსო თემატიკაზე.

 

შერჩევის კრიტერიუმები: ყურადღება მიექცევა აქტივობების დასაბუთებას, ინოვაციურობასა  და მდგრადობას.

 

ბოლო ვადა: 30 მარტი, 2018 წელი

 

კონკურსის 9 გამარჯვებული პროექტის ავტორს/ავტორებს CENN გადასცემს გრანტს, მაქს. 2000 ლარის ოდენობით

 

შევსებული სააპლიკაციო ფორმა საკონტაქტო დეტალებთან ერთად უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

megi.gamtkitsulashvili@cenn.org

 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ მისამართებზე.

 
CENN
1-10
თანამშრომელი

CENN

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN (Caucasus Environmental NGO Network) დაარსდა 1998 წელს და ზრუნავს სამხრეთ კავკასიაში სიცოცხლისათვის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 0

CENN

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
რეგისტრაცია

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


ფეისბუქით რეგისტრაცია
ან


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი