სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი - შემნახველი საწარმოების კომპონენტი

სხვადასხვა
  • აბაშა
  • ადიგენი
  • ამბროლაური
  • ასპინძა
  • ახალგორი
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბაღდათი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ვანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თეთრიწყარო
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თიანეთი
  • კასპი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • ლენტეხი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მესტია
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • ტყიბული
  • ქარელი
  • ქედა
  • ქობულეთი
  • ყაზბეგი
  • ყვარელი
  • შუახევი
  • ჩოხატაური
  • ჩხოროწყუ
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წყალტუბო
  • ჭიათურა
  • ხარაგაული
  • ხაშური
  • ხელვაჩაური
  • ხობი
  • ხონი
  • ხულო
გამოქვეყნდა 25/01/2018 ბოლო ვადა: 31/12/2018

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
  პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს:

  1.  სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;
  2.  შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 ძირითადი წყაროს გამოყენებით:

  1.  სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა;
  2.  შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
  3.  ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

შენიშვნა: დასაშვებია ბენეფიციარის მიერ დამატებით მოძიებულ იქნას პროექტის დაფინანსების სხვა წყაროები.

 

შემნახველი საწარმოების კომპონენტი
კომპონენტის მიზნები:

  • პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;
  • მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება;
  • ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა;
  • ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;

 

კომპონენტის შესახებ:

  კომპონენტი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის (მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური  დახმარების გაწევას;

ფინანსური დახმარება ითვალისწინებს:

  •  შეღავათიან აგრო კრედიტს/შეღავათიან აგრო ლიზინგს;
  •  სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი)*.

 *სააგენტოს თანადაფინანსება (გრანტი) - სააგენტოს მიერ ბენეფიციარის უსასყიდლო მიზნობრივი თანადაფინანსება (დახმარება) რომელიც არ წარმოადგენს გრანტების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გრანტს და ექვემდებარება დაბეგვრას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/grant/33:child

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501 ან  +995 032 2470101 "

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
თანამშრომელი

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაარსდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

გრანტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი