სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი

სხვადასხვა
  • აბაშა
  • ადიგენი
  • ამბროლაური
  • ასპინძა
  • ახალგორი
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბაღდათი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ვანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თეთრიწყარო
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თიანეთი
  • კასპი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • ლენტეხი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მესტია
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • ტყიბული
  • ქარელი
  • ქედა
  • ქობულეთი
  • ყაზბეგი
  • ყვარელი
  • შუახევი
  • ჩოხატაური
  • ჩხოროწყუ
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წყალტუბო
  • ჭიათურა
  • ხარაგაული
  • ხაშური
  • ხელვაჩაური
  • ხობი
  • ხონი
  • ხულო
გამოქვეყნდა 25/01/2018 ბოლო ვადა: 31/12/2018

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა
  პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. 
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში.
   


  პროგრამის მიზნები:

  •  პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
  •  არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
  •  მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
  •  საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;


პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

  •  პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
  •  გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;

 

თანადაფინანსების პირობები:

  • პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს; 
  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების მიზნობრიობით, პროგრამის ფარგლებში იურიდიული პირების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) თანადაფინანსება განისაზღვრება არაუმეტეს 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში;

 

დაფინანსების მიზნობრიობა:

  • არსებული გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოების მოდერნიზაცია; 
  • მანქანა-დანადგარების შეძენა;
  • შემნახველი საწარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიცირება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  •  პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში;
  •  პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს საკუთრებაში სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი;
  •  არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების, შენახვის ან/და შეფუთვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  პირველად სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართული პირების მიერ შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, იურიდიულ პირს ან მის დამფუძნებლებს/მეპაიეებს უნდა გააჩნდეთ პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/agricultural_industry/55:child

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501 ან  +995 032 2470101 "

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
თანამშრომელი

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაარსდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

გრანტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი