სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus

სანერგე მეურნეობების თანადაფინანსება - პროექტი "დანერგე მომავალი"

სხვადასხვა
  • აბაშა
  • ადიგენი
  • ამბროლაური
  • ასპინძა
  • ახალგორი
  • ახალქალაქი
  • ახალციხე
  • ახმეტა
  • ბაღდათი
  • ბოლნისი
  • ბორჯომი
  • გარდაბანი
  • გორი
  • გურჯაანი
  • დედოფლისწყარო
  • დმანისი
  • დუშეთი
  • ვანი
  • ზესტაფონი
  • ზუგდიდი
  • თეთრიწყარო
  • თელავი
  • თერჯოლა
  • თიანეთი
  • კასპი
  • ლაგოდეხი
  • ლანჩხუთი
  • ლენტეხი
  • მარნეული
  • მარტვილი
  • მესტია
  • მცხეთა
  • ნინოწმინდა
  • ოზურგეთი
  • ონი
  • საგარეჯო
  • სამტრედია
  • საჩხერე
  • სენაკი
  • სიღნაღი
  • ტყიბული
  • ქარელი
  • ქედა
  • ქობულეთი
  • ყაზბეგი
  • ყვარელი
  • შუახევი
  • ჩოხატაური
  • ჩხოროწყუ
  • ცაგერი
  • წალენჯიხა
  • წალკა
  • წყალტუბო
  • ჭიათურა
  • ხარაგაული
  • ხაშური
  • ხელვაჩაური
  • ხობი
  • ხონი
  • ხულო
გამოქვეყნდა 25/01/2018 ბოლო ვადა: 31/12/2018

  პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.
   

პროექტი მიზნად ისახავს:

  1.  საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
  2.  ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

 

სანერგეების კომპონენტი
  სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს  სანერგე მეურნეობის შექმნის/განვითარების მსურველი პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.
  სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

 

ფინანსური დახმარება:

  • სანერგეების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად.
  • თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული დასაფინანსებელი ღირებულების არაუმეტეს 50% ერთ ბენეფიციარზე,ჯამურად არაუმეტეს 150 000 ლარის ოდენობით. 
  • სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით.

 

 

ტექნიკური დახმარება:
  სანერგე მეურნეობის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:

  1.  სარგავი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები;
  2.  სარგავი მასალის სერტიფიცირების პრინციპები;

ტრეინინგებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს ბენეფიციარის ვალდებულებას და აისახება ბენეფიციართან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

http://apma.ge/projects/read/plant_future/3:child

 

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" ცხელ ხაზზე: 1501"

 
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
51-100
თანამშრომელი

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაარსდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის... მეტის ნახვა ...

განცხადებები 9

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

გრანტი

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი