სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
გორგია
გორგია

გორგია

შესახებ

„გორგია“ 1998 წელს დაარსდა, რითაც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების გაყიდვების კუთხით ერთ-ერთი პირველი კომპანია გახდა. დღეს „გორგია“ სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების კატეგორიაში წამყვანი სავაჭრო ჯგუფია ამიერკავკასიაში. „გორგია“ 5 მიმართულებას აერთიანებს: გორგიას საცალო გაყიდვების მიმართულება მოიცავს სამივე საფასო სეგმენტს: „ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია“,  „იკეა შოპი“ და „გორგია პრემიუმი“. საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით კი „გორგია“  აერთიანებს „გორგია დისტრიბუცია“-ს და გორგიას კორპორაციულ გაყიდვებს. გორგიაში შემავალი „ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია“ ეკონომ სეგმენტზეა გათვლილი და მომხმარებელს  40 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტს სთავაზობს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. „იკეა შოპი“ საშუალო შემოსვლის მქონე მომხმარებლისთვის გაიხსნა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამედროვე დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასები. მომხმარებელს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია პროდუქტების მაღალი ხარისხი და დახვეწილი, ექსკლუზიური დიზაინი იტალიური შოუ-რუმი „გორგია პრემიუმი“ სთავაზობს მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილ სარემონტო-დეკორის პროდუქციას.
 

„გორგია“ სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო ვაჭრობაში ბაზარზე უპირობო ლიდერია. გორგიას კორპორაციული გაყიდვების მიმართულება საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია და ამარაგებს მათ შემდეგი მასალებით: სასახურავე მასალები, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების სისტემები, დეკორის პროდუქცია, შპალერი, სამშენებლო მასალები, საღებავები, ინდუსტრიული ტექნიკა, საყოფაცხოვრებო პროდუქტები, ლამინატი, კარები, სააბაზანო მოწყობილობები, სამშენებლო ფხვნილები, განათება და ელექტროობა, და ა.შ. „გორგია დისტრიბუცია“ ამიერკავკასიის მასშტაბით 1700-მდე მაღაზიას ამარაგებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. კომპანიას აქვს მილების საკუთარი წარმოება. „გორგია“-ში დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი და კიდევ უფრო მეტი მუშაობს ჩვენს პარტნიორ კომპანიებში. 2017 წელს „გორგია“ განაგრძობს  ბაზარზე გაფართოებას.

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 322 960 960  

  • ელ-ფოსტა

    info@gorgia.ge

  • საქმიანობის სფერო

    ვაჭრობა

  • განცხადებები 0

მდებარეობა

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი