სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტო

შესახებ

 

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც შექმნილია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

სააგენტოს უფლება-მოვალეობები და ფუნქციებია:

  • მევენახეობა-მეღვინეობის დარგის რეგულირება;
  • მევენახეობა-მეღვინეობის დარგების ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და ღვინის ბრენდებზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
  • ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა;
  • ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ეტიკეტირება და მისი კონტროლი;
  • მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  • დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა;
  • ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და სემინარების მოწყობის ხელშეწყობა;
  • სააგენტოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;
  • საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა;
  • ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია;
  • ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის ხელშეწყობა;
  • ვენახების საკადასტრო უწყებრივი რეესტრის შექმნა;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდების პოპულარიზაცია;
  • ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტისა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში.

 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995 32 974103   +995 32 2470101

  • ელ-ფოსტა

    info.georgianwine@georgianwine.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    ტურიზმი, სპორტი, დასვენება და გართობა; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    georgianwine.gov.ge/geo/text/119/
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი