სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სააგენტოს სახით 2008 წლის 29 აგვისტოს შეიქმნა. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას.
სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების და მოვლენების, აგრეთვე გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების პროგნოზირების შემთხვევაში შესაბამისი გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის უზრუნველყოფა, გეოდინამიკური პროცესების, გეოლოგიური გარემოს საინჟინრო-გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გავრცელება, სანაპირო ზონების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონაცემთა ბაზის შექმნა, წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა, გეოლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ, ასევე მიწის რესურსების სახელმწიფო ფონდში საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, საქართველოს ტყის საინფორმაციო ფონდის შექმნა და მართვა, ჩატარებული და მიმდინარე საწარმოო და სამეცნიერო გეოლოგიური სამუშაოების აღრიცხვა და რეგისტრაცია, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსისა და საკადასტრო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი განახლება, გარემოსდაცვითი ინფორმაციული ბაზების შექმნა, სანაპირო ზონების მონიტორინგი, საქმიანობის სფეროს მიხედვით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა.
ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, სივრცული ინფორმაციის დეპარტამენტი, გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპატრამენტი, ნაპირდაცვის დეპარტამენტი.

  • ტელეფონი

    +995 32 243 95 03  

  • ელ-ფოსტა

    info@nea.gov.ge

  • საქმიანობის სფერო

    საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი