სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

შესახებ

  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა. 

 EMIS-ის მისიას წარმოადგენს განათლების სფეროში თანამედროვე ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა, მათი მონიტორინგი/შეფასება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ასევე პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება. 

 განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიას წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცეში, თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას

   სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიზანს წარმოადგენს: 

  • საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართვა;

  • თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი და შეფასება;

  • პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;

  • საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციაში გატარებისა და მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში აღრიცხვა;

  • დაინტერესებულ პირთა მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • პროფესიული პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციას წარმოადგენს:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;

  • თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;

  • განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევა;

  • განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    +995032 2200220  

  • ელ-ფოსტა

    info@emis.ge

  • საქმიანობის სფერო

    განათლება და მეცნიერება; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    emis.ge/about/jobs/
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი