სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ
სსიპ

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო" ახორციელებს:

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვას;

სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვას;

 

დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას;

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას, ექსპერტიზა-უტილიზაციას;

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული და სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების შეფასებას.

ელექტრონული აუქციონი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან ერთად, შეიქმნა ელექტრონული აუქციონის სისტემა www.eauction.ge და 2010 წლის მარტიდან დაიწყო აღნიშნული ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაცია. წარსულს ჩაბარდა საჯარო აუქციონები და მათთან დაკავშირებული პრობლემები. გამარტივებული რეჟიმის შედეგად, მინიმუმამდე შემცირდა აქამდე არსებული ბიუროკრატიული პროცედურები.

გატარებული რეფორმები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსახლეობამ სწრაფად აუღო ალღო ახალ და მარტივ სისტემას. 2011 წლიდან პორტალს შემოუერთდა ყველა სახელმწიფო უწყება და ქონების განკარგვა დაიწყო მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდის მეშვეობით. www.eauction.ge გახდა უნივერსალური პორტალი, რომელმაც გააერთიანა ყველა სახის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია/პრივატიზაცია ერთ სივრცეში. ვებ გვერდი ძალიან მოკლე დროში საკმაოდ პოპულარული და რეიტინგული გახდა, სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ მას შემოუერთდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებიც და დაიწყეს უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა www.eauction.ge-ს მეშვეობით.

დღეისათვის ნებისმიერს შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, მისთვის კომფორტულ გარემოში შეიძინოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება.

Eauction.ge - ეს არის აუქციონის მოქნილი სისტემა, რომლის მომხმარებელიც შესაძლოა ნებისმიერი თქვენგანი გახდეს. შემოგვიერთდით და მიიღეთ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    0322 60 16 01  

  • საქმიანობის სფერო

    ბანკები და ფინანსები; საჯარო სექტორი

  • კარიერის გვერდი

    service.gov.ge/TendersVacancies.aspx
  • განცხადებები 0

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი