სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
სსიპ - ეროვნული საშენი მეურნეობა
სსიპ - ეროვნული საშენი მეურნეობა

ეროვნული საშენი მეურნეობა

შესახებ

მიზანია- ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის გამრავლება.  

მეურნეობა ამრავლებს „საქართველოს წითელი ნუსხის“ ხე-მცენარეთა ისეთ სახეობებს, როგორიცაა უხრავი, საკმლის ხე, ძელქვა, უთხოვარი, კოლხური ბზა, წაბლი, ბალამწარა, ასევე, იმერული, მაღალმთის, ჰართვისისა და პონტოს მუხა.

სსიპ „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა“ აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით, სადაც ხდება გირჩისა და თესლის გადამუშავება, დახარისხება და შემდგომ მისი დათესვა როგორც ღია გრუნტში ასევე სასათბურე მეურნეობაში კონტეინერული ნერგის წარმოებისთვის. 

კონტეინერული მეთოდით ნერგის გამოყვანის უპირატესობას

  • მაღალი ხარისხი.
  • განვითარებული ფესვთა სისტემა.
  • ფესვები დაცულია დაზიანებისგან, ტრანსპორტირებისა და დარგვის დროს.
  • კონტეინერიდან ნერგის ამოღება არ იწვევს ფუნჯა ფესვების დაზიანებას.
  • დარგვის პერიოდი მთელი წლის განმავლობაში.
  • დარგვითი სამუშაოების განხორციელება პირველადი მორწყვის გარეშე.
  • დარგული ნერგის გახარების მაღალი მაჩვენებელი.


2016 წლის იანვრიდან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და მეურნეობის ხელმძღვანელობის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა დამატებითი ფუნქციის შეთავსება -ადგილობრივი ველური ფაუნის მოწყვლადი და ასევე, სამონადირეო მეურნეობების მიერ მოთხოვნადი სახეობების გამრავლება. 
 

ვიდეო გალერეა

  • ტელეფონი

    555 18 75 75   595 005 633

  • ელ-ფოსტა

    info@sanerge.com

  • საქმიანობის სფერო

    სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მებაღეობა; საჯარო სექტორი

  • განცხადებები 0

ვაკანსიები, vakansiebi, ვაკანსია, დასაქმება, dasaqmeba, vakansia
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი