სატესტო რეჟიმი
+განცხადების დამატება
geo
  • eng
  • rus
ევროპის ფონდი
ევროპის ფონდი

ევროპის ფონდი

შესახებ

  ევროპის ფონდის მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელებით, საშუალება მისცეს მოქალაქეებს, წვლილი შეიტანონ სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება. მიზნობრივი პროგრამების მხარდაჭერის და საგრანტო კონკურსების გზით, ევროპის ფონდი მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებში მოქალაქეთა აქტიურ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე პოზიტიურ ცვლილებს უწყობს ხელს.
  ფონდის მანდატები და მიდგომები ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: სამოქალაქო მონიტორინგი, კორპორატიული და საზოგადოებრივი ფილანტროპია, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირება და საჯარო პოლიტიკის შემუშავება, საზღვრისპირა და თემთაშორისი თანამშრომლობა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ინტეგრაცია, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობა და ღია კარის საგრანტო პროგრამა. ევროპის ფონდი შემდეგ პროგრამებს ახორციელებს: თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისთვის, ახალგაზრდული ინტეგრაცია, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური მეწარმეობის განვითარება და ღია კარის საგრანტო პროგრამა.
  ევროპის ფონდი 2008 წლის თებერვალიდან ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ევროპის ფონდი ევრაზიის ფონდის ქსელის წევრია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, რუსეთში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ თერთმეტ დამოუკიდებელ ორგანიზაციას აერთიანებს.

ვიდეო გალერეა

განცხადებები

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი

არქივი

დასახელება
ორგანიზაცია
ხელფასი
მდებარეობა
თარიღი
ვაკანსიები, ვაკანსიების საიტი, დასაქმება, ვაკანსია, ვაკანსიების საიტები
ავტორიზაცია

აირჩიეთ ავტორიზაციის ტიპი