სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი (ნეძვის უბანი)

  • 351

Borjomi Published 12/10/2017 end: 25/10/2017 Vacant Positions 1 sallary 376

+ bonus
min. experience 1 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • მინდობილ უბანზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებების დაგეგმვა და ზედამხედველობა
  • ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პატრულირების დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ორგანიზება
  • სამართალდარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში - სამართალდამრღვევი პირის გამოვლენისათვის შესაბამისი დაცვითი ღონისძიებების ორგანიზება, დადგენილი წესით სამართალდამრღვევის ინფორმირება სამართალდარღვევის საფუძვლების შესახებ; უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; ნივთმტკიცებების შეგროვება; გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება; სამართალდარღვევის ოქმის შედგენა 
  • აუცილებლობის შემთხვევაში იარაღების/მოწყობილობების ჩამორთმევა, უკანონოდ მოპოვებული რესურსის ჩამორთმევა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. დადგენილი წესით სამართალდარღვევის ფაქტზე მასალების მომზადება სამართალდამცავ ორგანოში გადასაგზავნად
  • ბუნებრივი რესურსების აღდგენის, მოვლისა და ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვის ორგანიზება
  • დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება
  • დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფის ორგანიზება და კონტროლი
  • მინდობილ ტერიტორიაზე სააგენტოს მატერიალური რესურსის დაცვის ორგანიზება - მათ შორის საინფორმაციო დაფების, საკვარტლო, სასაზღვრო ბოძების, ხიდების, ხერგილების, თავშესაფრების, სახანძრო სამეთვალყურეო პუნქტების, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე დაცული ტერიტორიების რეჟიმის დარღვევის შედეგად ამოღებული დროებით შესანახი ქონების
  • ბუნებრივი რესურსების სააღრიცხვო და საინვენტარიზაციო სამუშაოების მართვა
  • პატრულირებისას ინფორმაციის შეგროვება ფლორის, ფაუნის, წყლის ხარისხის, ისტორიული და არქეოლოგიური ობიექტების, ტურისტების მომსახურეობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ
  • დაცული ტერიტორიის საზღვრებისა და საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მონიტორინგი - დაბინძურების, დანაგვიანების, უნებართვო მშენებლობისა და სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით
  • ვიზიტორების დახმარება/ინფორმირება მათი უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა - დოკუმენტაციის გადამოწმება უკანონო ტყის ჭრის, პირუტყვის ძოვების, თიბვის და სხვა სახის უკანონო სარგებლობის, აგრეთვე ბრაკონიერობის აღკვეთის მიზნით
  • საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო საქმიანობის ორგანიზება, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
  • ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება
  • დაცული ტერიტორიების რეჟიმისა და ტყეებში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა
  • შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ტყიდან არაპირდაპირი სარგებლობის, ტყეკაფვის ფონდის გამოყოფასა და ხე-ტყის ძირზე გაცემასთან დაკავშირებით
  • უბანში დასაქმებული მცველების მიერ დაცული ტერიტორიების დაცვის რეჟიმის წესების დარღვევების შესახებ შედგენილი აქტების სისწორის შემოწმება და დაცული ტერიტორიის დირექციაში წარდგენა
  • ცხოველთა რაოდენობის დადგენის ღონისძიებების ჩატარებაში მონაწილეობა და მათი ორგანიზება
  • მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა, კონტროლი, შემოვლების რევიზიების განხორციელება და ჭრების ადგილების შემოწმება; მოსაჭრელი და საკონტროლო დამღის გამოყენებისა და შენახვის დადგენის წესის უზრუნველყოფა
  • ახალი რეინჯერისათვის ფუნქცია-მოვალეობების გაცნობა და მისი ოპტიმალური ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა
  • კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება


საკონკურსო თემატიკა

  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება
  • ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №54 დადგენილება
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII)

 

დამატებითი მოთხოვნები
 სავალდებულოა: სამუშაო გამოცდილება კანონაღსრულება, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით. 
 სასურველია: 

  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება (აგრარული მეცნიერებები; სატყეო საქმე)
  • უცხო ენის კარგად ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების WORD/EXCEL ცოდნა

კომპეტენციები და უნარები: 

  • ინფორმაციის შეგროვების უნარი
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი
  • სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი 
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ასერტიულობა და პრინციპულობა

 

თანამდებობრივი სარგო: 470 ლარი (ხელზე ასაღები:  376 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45390?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
დაცული ტერიტორიების სააგენტო
1-10
Employee

დაცული ტერიტორიების სააგენტო

More

Announcements 0

დაცული ტერიტორიების სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type