სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

  • 919

Tbilisi Published 13/06/2017 end: 22/06/2017 Vacant Positions 1 sallary 2110

+ bonus
min. experience 3 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

თანამდებობის სრული დასახელება: ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საერთაშორისო კერძო სამართლისა და სასამართლო წარმომადგენლობის მიმართულებით).

 

ფუნქციები

  • დეპარტამენტის უფროსისთვის დეპარტამენტის მართვასა და სამუშაო პროცესის კოორდინაციაში ხელშეწყობა, მისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
  • სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, ასევე, სესხის, გრანტის, პრივატიზების, სახელმწიფო შესყიდვების, საინვესტიციო პროექტების შესახებ კონტრაქტების ან სხვა ტიპის ხელშეკრულებების პროექტებზე დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელებაზე (ანუ მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესზე), ასევე, ასეთ ხელშეკრულებებში არსებული სამართლებრივი რისკების განსაზღვრაზე ზედამხედველობა;
  • ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, ასევე, ხელშეკრულებების დადების მიზანშეწონილობისა და არსებული სამართლებრივი რისკების განსაზღვრა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კერძო სამართლის კუთხით ძალაში მყოფ ხელშეკრულებათა შეწყვეტასთან დაკავშირებული პრობლემების/შეწყვეტის შედეგების სამართლებრივი ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციის უზრუნველყოფა, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელების მიზნებისათვის, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ან/და სხვადასხვა თეორიულ-სამართლებრივი საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, ანალიზი და განზოგადება;
  • სასამართლო დავებზე სამინისტროს ან სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  • სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი;
  • სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება;
  • სხვადასხვა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფსა თუ კომისიაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით;
  • სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა, ცალკეული ნორმატიული აქტის პროექტების მომზადება ან ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესწავლა/ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (ზოგადი, სანივთო, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო ნაწილები);
  • „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
  • „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

დამატებით მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი (სასურველია − საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხი საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით);
  • არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო სამართლის, მათ შორის, საერთაშორისო კერძო სამართლის, ასევე, სასამართლო და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებებზე მუშაობის მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint) ცოდნა.
  • მენეჯერული უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
  • სხვათა დარწმუნების უნარი;
  • ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ პირობებში.

 დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43898

 
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
101-500
Employee

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

More

Announcements 0

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type