სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

სახელწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საერთაშორისო შესყიდვების სამმართველოს უფროსი

  • 598

Tbilisi Published 02/10/2017 end: 12/10/2017 Vacant Positions 1 sallary 1401

+ bonus
min. experience 2 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • სამმართველოს საქმიანობის ხელმძღვანელობა;
  • სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი, მათზე დავალებებისა და მითითებების მიცემა;
  • დეპარტამენტის უფროსისთვის სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
  • სამმართველოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და მონიტორინგი;
  • სამმართველოს ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • სამმართველოს საქმიანობის ანგარიშების მომზადება;
  • სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებებისა და სამმართველოზე დაკისრებული დავალებების შესრულების ზედამხედველობა;
  • სამმართველოს თანამშრომელთა შორის ფუნქციების გადანაწილება. მათ მიერ ამ ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა. თანამშრომელთა საქმიანობის პერიოდულ შეფასება და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • შესყიდვების გეგმის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების არაელექტრონული წესით საერთაშორისო შესყიდვის პროცედურების წარმოების წარმართვა და კოორდინაცია;
  • ბაზრის კვლევაზე, მიწოდების სავარაუდო ვადების დადგენაზე და სხვა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე კონტროლის განხორციელება;
  • არაელექტრონული საერთაშორისო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადებაზე ზედამხედველობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტებისა და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების ვიზირება;
  • შესყიდვების, მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოში ელექტრონული ბაზის წარმოებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენისათვის სათანადო დოკუმენტაციის მიწოდება;
  • დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული დავალებების შესრულების ზედამხედველობა.;დამატებითი 
  • კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების თარგმნა.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა);
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა);
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (გარდა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წიგნებისა);
  • „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილება;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;
  • ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №31 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
  1.    ბიზნესის ადმინისტრირება (სპეციალობა: საბუღალტრო აღრიცხვა; მარკეტინგი; მენეჯმენტი; ფინანსები);
  2.    ინჟინერია (სპეციალობა: კომპიუტინგი/ინფორმატიკა; ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები; საინჟინრო ფიზიკა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; მშენებლობა; ტრანსპორტი; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; მასალათმცოდნეობა; გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; სამთო და გეოინჟინერია; საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია);
  3.    მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (სპეციალობა: მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები; გეოგრაფია; გეოლოგია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგთაშორისი, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია);
  4.    სამართალი (სპეციალობა: სამართალმცოდნეობა; საერთაშორისო სამართალი; კერძო/ბიზნეს სამართალი; სისხლის სამართალი; საჯარო სამართალი);
  5.    სოციალური მეცნიერებები (სპეციალობა: ეკონომიკა; პოლიტიკის მეცნიერება; საზოგადოებრივი გეოგრაფია; საერთაშორისო ურთიერთობები);
  6.    ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა; ფარმაცია; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია);
  7.    ჰუმანიტარული მეცნიერებანი (სპეციალობა: ისტორია; ფილოლოგია, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით);
  8.    მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (სპეციალობა: არქიტექტურა; ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა; თავისუფალი მეცნიერებები; საჯარო მმართველობა; საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა); თავდაცვა და უსაფრთხოება; სამხედრო მეცნიერება, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით; სტატისტიკა; ტურიზმი; ჯანმრთელობის მეცნიერებები; ურბანისტიკა).
  • სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან საჯარო მმართველობის სფეროში – 2 წელი;
  • ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო კომერციული ტერმინების „ინკოტერმსი” ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა – A2 დონე.

 

თანამდებობრივი სარგო: 1752 ლარი (ხელზე ასაღები:  1401 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44994?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1000-ზე მეტი
Employee

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

More

Announcements 0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type