სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

კახეთის რეგიონული სამმართველოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

  • 963

Published 13/07/2017 end: 26/07/2017 Vacant Positions 1 sallary 1680

+ bonus
min. experience 5 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
  • პასუხისმგებელია სტრუქტურულ ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვაზე; 
  • წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
  • აბარებს დეპარტამენტის უფროსს (რეგიონული სამმართველოს კურატორს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს) სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, მათ შორის გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებებში მონაწილეობის მიღებას;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე სამმართველოს თანამშრომლების მიერ მომზადებული წინადადებების დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას, მათი შემდგომში ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემთან გაგზავნის მიზნით;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში წარუდგინოს რეგულირების ობიექტებს ადმინისტრაციული მიწერილობა, მოთხოვოს მათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, კონტროლი მათ განხორციელებაზე; 
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების, ნებართვებისა და „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა; 
  • გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება;
  • მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

 

საკონკურსო თემატიკა 

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ);
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი";
  • საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ";
  • საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“;
  • „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები
 ზედამხედველობის ან/და კონტროლის ან/და გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 - წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება.

 

თანამდებობრივი სარგო:  2100 ლარი (ხელზე ასაღები: 1680 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44164?active=1

 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
51-100
Employee

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

More

Announcements 0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type