სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი

  • 516

Mtskheta Published 27/09/2017 end: 10/10/2017 Vacant Positions 2 sallary 680

+ bonus
min. experience 1 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

პოზიციის დასახელება: აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა; 
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით პირის, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოქალაქეს პირადობის მოთხოვნა და სატრანსპორტო საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა ან/და სპეციალური ფირნიშების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, მასში მყოფი ნივთებისა და საგნების ვიზუალურად დათვალიერება; 
  • საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან სიტყვიერად მოთხოვნისას დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაციის მიღება, ასევე სხვა საჭირო დოკუმენტაციის და მასალების, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
  • დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეთათვის თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას დახმარების გაწევა, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათში მოყვანილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
  • პატრულირების განხორციელება განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;
  • პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ხელმძღვანელის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;
  • ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.

 

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ);
  • საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
  •  საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”;
  •  საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“;
  • „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება;
  •  „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება;
  •  „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება;
  •  „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანება;
  • საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  •  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.

 

თანამდებობრივი სარგო: 850 ლარი (ხელზე ასაღები: 680 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45178?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
51-100
Employee

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

More

Announcements 0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type