სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

სამმართველოს უფროსი

  • 810

Tbilisi Published 04/09/2017 end: 10/09/2017 Vacant Positions 1 sallary 1692

+ bonus
min. experience 10 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

სამუშაო ადგილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1.  უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
  2.  მოქალაქეობა – საქართველოს;
  3.  სახელმწიფო ენის ფლობა;
  4.  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 10 (ათი) წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
  5.  საოფისე პროგრამების ფლობა (Ms Office).

 
 
სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  1.   საქართველოს კონსტიტუცია;
  2. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  3.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. 

 
პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა,
  •  სამუშაოს დაგეგმვის უნარი,
  •  ანალიზის უნარი,
  •  ადაპტაციის უნარი,
  •  არგუმენტაციის უნარი,
  •  კომუნიკაბელურობა,
  •  კოლეგიალურობა,
  •  მიზანდასახულობა,
  •  გუნდური მუშაობის უნარი,
  •  პასუხისმგებლობის მაღალი დონე,
  •  პრობლემებზე კონცენტრაციის უნარი,
  •  დაკისრებული სამუშაოს დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი,
  •  პოლიციელისათვის დადგენილი არანორმირებული დღის გრაფიკით მუშაობის უნარი.

 
სამუშაოს აღწერილობა:

  1. ახორციელებს უცხოელთა გაძევების ან გაძევების გადავადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ვიზირებას;
  2. შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს უცხოელის გაძევების ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანის თაობაზე; 
  3. უზრუნველყოფს უცხოელის მიერ გაძევების გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოში დეპარტამენტის წარმომადგენლობას;
  4. იცავს დეპარტამენტის ინტერესებს სასამართლოში დეპარტამენტის დირექტორის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე;
  5. უზრუნველყოფს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი ბაზის მომზადებასა და შემდგომ განვითარებას;
  6. კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით;
  7. ამზადებს შესაბამის დასკვნებს მიგრაციის დეპარტამენტში შემოსულ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების თაობაზე;
  8. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას;
  9. ახორციელებს კონტროლს უცხოელთა დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების კანონიერების თაობაზე;
  10. საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და ახორციელებს მათ ინფორმირებას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;
  11. კონტროლს უწევს განთავსების ცენტრში მყოფი უცხოელების უფლებების რეალიზებას და რეაგირებს შესაბამის დარღვევებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ატყობინებს სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო უწყების კომპეტენტურ დანაყოფებს;
  12. განიხილავს ცენტრში განთავსებული უცხოელების  მხრიდან წარდგენილ განცხადებებს/საჩივრებს მათი უფლებების დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით;
  13. ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

 

თანამდებობრივი სარგო: 2115 ლარი (ხელზე ასაღები: 1692 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

http://hr.police.ge/review-vacancies/

 

 

 
შინაგან საქმეთა სამინისტრო
5001 და მეტი
Employee

შინაგან საქმეთა სამინისტრო

More

Announcements 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type