სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კუმურდოს ადმინისტრაციულ ერთეულში

  • 658

Akhalkalaki Published 24/08/2017 end: 07/09/2017 Vacant Positions 1 sallary 800

+ bonus
min. experience 0 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

პოზიციის დასახელება: გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კუმურდოს ადმინისტრაციულ ერთეულში - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

 

დამსაქმებელი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

ფუნქციები

  • შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ინფორმაციის გამგებლისათვის წარდგენა;
  • ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან კავშირის უზრუნველყოფა;
  • გამგებლისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ წინადადებების წარდგენა;
  • სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვების, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარების ორგანიზება;
  • მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობების გაცემა;
  • თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობის და საჯარო განხილვების ორგანიზება, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაცია და გამგებლისთვის მიწოდება;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის გამგებლისა და საკრებულოსთვის პერიოდულად წარდგენა;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე წინადადების შემუშავება;
  • ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვის ზედამხედველობა, ამ ქონების დაცვისა და მიზნობრივ გამოყენების კონტროლი;
  • ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
  • ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში მონაწილეობა, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების და ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობის ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანოებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
  • დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მუნიციპალიტეტის სახელით მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, საქართველოს მოქალაქის კონკრეტულ მისამართზე წარსულში ან/და მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების და უძრავი ქონების ფლობის ფაქტი დადასტურება;
  • ბავშვის, სამედიცინო დაწესებულების გარეთ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე, დაბადების ფაქტის შეტყობიდან 1 თვის ვადაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საკმარისი და უტყუარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოქმის შედგენა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  •   საქართველოს კონსტიტუცია;
  •   ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;
  •   საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
  •   საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  •   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
  •   ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ".

 

დამატებითი მოთხოვნები
 კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1000 ლარი (ხელზე ასაღები: 800 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44702?active=1

 
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
1-10
Employee

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

More

Announcements 0

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type