სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ინჟინერი

  • 811

Tbilisi Published 23/08/2017 end: 06/09/2017 Vacant Positions 1 sallary 1600

+ bonus
min. experience 10 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • ფონდში მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • ფონდში მიმდინარე პროექტების საზედამხედველო კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
  • მიმდინარე სამუშაოების ხარისხის კონტროლი, სახელმწიფო ნორმებთან და მშენებლობის წარმოების ტექნოლოგიასთან შესაბამისობის შეფასება;
  • მშენებლობის დაწყებისთანავე დაკონტრაქტებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა, განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, პროექტის ცვლილების ინიცირება მოხსენებითი ბარათის საშუალებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, საპასუხო კორესპონდენციის მომზადება;
  • სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების, გამოყენებული მასალების, ნაკეთობების და კონსტრუქციების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • კონტრაქტორის მიერ საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, მათ შორის შესრულებული კონსტრუქციების მდებარეობის სისწორე პროექტის შესაბამისად, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო შენიშვნის მომზადება და ხარვეზის საბოლოოდ გამოსწორების კონტროლი; 
  • კონტრაქტორის მიერ ობიექტზე შემოსული და გამოსაყენებელი მასალების, დანადგარებისა და ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (საჭიროების შემთხვევაში - სერთიფიკატების) შემოწმება;
  • ობიექტის მშენებლობის საკითხებზე გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა;
  • ობიექტზე დასრულებული სამუშაოების მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტისა და სპეციფიკაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, არანაკლებ კვირაში ერთხელ ტექნიკური ზედამხედველობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • მშენებლობის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; საჭიროებიდან გამომდინარე, ობიექტზე გამოყენებული სამშენებლო მასალის ნიმუშის აღება, შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით;
  • სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ სამშენებლო ობიექტზე წამოჭრილი საკითხების ადგილზე შესწავლა და ფონდის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, აუცილებლობის შემთხვევაში კონტრაქტის ცვლილების მომზადება, შესაბამის სამსახურებთან (მხარეებთან) საკითხის განხილვა და შეთანხმება;
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დროული გაფრთხილება მიმდინარე პროექტებზე მოსალოდნელი რისკების დადგომის შესახებ (მშენებლობის ვადის გადაწევა, კონტრაქტორის არადამაკმაყოფილებელი მუშაობა, საზედამხედველო კომპანიის არასრულყოფილი შესრულება);
  • ფარული სამუშაოების აქტების, შესრულებული სამუშაოების უწყისების, გადახდის სერტიფიკატების, მიღება-ჩაბარების აქტების და კონტრაქტის ფარგლებში სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადება-დადასტურებაში მონაწილეობის მიღება;
  • დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში, პერიოდულად ობიექტის მონახულება და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კონტრაქტორის ინფორმირება და შემდგომ დეფექტების გამოსწორების მონიტორინგი;
  • მივლინებისას ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და წარდგენა სამსახურის უფროსისთვის.

 

დამატებითი მოთხოვნები
 აუცილებელი მოთხოვნები:

  • მსუბუქი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  • 10-წლიანი გამოცდილება: ს/გზების, ხიდების, გვირაბების, აეროდრომების და მათთან დაკავშირებული ხელოვნური ნაგებობების პროექტების მომზადების, განხორციელების და ტექნიკური ზედამხედველობის საქმეში;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო ნორმატივების ცოდნა;
  • საპროექტო ნახაზების წაკითხვისა და მონიტორინგის გამოცდილება;
  • მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროექტებში.

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა, დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სასურველია:

  • მაგისტრის ხარისხი;
  • გეოდეზიის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: Auto cad-ის, Robur-ის, Civil 3D-ის ან სხვა საპროექტო პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • არასამუშაო საათებში მუშაობის და რეგიონებში მივლინებებისთვის მზაობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი (ხელზე ასაღები: 1600 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44728?active=1

 
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
51-100
Employee

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

More

Announcements 0

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type