სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

სკოლის ექიმი

  • 721

Tkibuli Published 18/08/2017 end: 01/09/2017 Vacant Positions 1 sallary 316

+ bonus
min. experience 3 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

დამსაქმებელი: სსიპ - ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა

 

ფუნქციები

  1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა; 
  2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
  3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
  4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვენ პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას
  5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
  6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); 
  7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში; 
  8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
  10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამაში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა; 
  11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას; 
  12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; 
  13. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა; 
  14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; 
  15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობლის/მეურვის სამედიცინო პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენური, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვა შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად); 
  16. ბავშვზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება; 
  17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  18. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებითი გათავისუფლების შესახებ.

 

დამატებითი მოთხოვნები

  1. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: 
    1. ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა", „თერაპია", ან „პედიატრია"; 
    2. ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
    3. იცოდეს სახელმწიფო ენა. 
  2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: 
    1. გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებს 3 წლის სტაჟი; 
    2. ჰქონდეს სკოლის ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; 
    3. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
    4. სასურველია დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედიატრიული ფაკულტეტი;
    5. მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა (საექიმო სპეციალობის ფარგლებში). 
  3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც არ არის დასაქმებული სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერთიფიკატს სამივე სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა", „პედიატრია", „თერაპია").

 

თანამდებობრივი სარგო: 395 ლარი (ხელზე ასაღები: 316  ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44665?active=1

 
101-500
Employee

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი

More

Announcements 0

სკოლის ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type