სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

მენეჯერი ზუგდიდის იუსტიციის სახლში

  • 1363

Zugdidi Published 17/08/2017 end: 31/08/2017 Vacant Positions 1 sallary 1456

+ bonus
min. experience 3 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალის ხელმძღვანელობა და საქმიანობის წარმართვა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, ფილიალის მოკლევადიანი/გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ფილიალის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალის დატვირთულობის ანალიზი, შედეგების გათვალისწინებით თანამშრომლების გადანაწილება;
  • დავალებების განაწილება გუნდის წევრებს შორის მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;
  • მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინისა და წესრიგის მონიტორინგი;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება, უშუალო ხელმძღვანელისა და უფლებამოსილი პირ(ებ)ის ინფორმირება;
  • რთული შემთხვევების დროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დაძაბულობის განმუხტვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომხმარებელთა უზრუნველყოფა მომსახურების მაღალი ხარისხით, არსებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
  • ახალი პროდუქტების, სერვისების, საკანონმდებლო ცვლილებების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის გაცნობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების მიზნით მოთხოვნის დაყენება უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამის სამსახურებთან;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შეფასება, ასევე მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ფილიალის ახალი თანამშრომლებისათვის სწავლების პროცესის ორგანიზება, მათთვის ყველა საჭირო წესისა და პროცედურის გაცნობა, ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების უზრუნველყოფა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და სხვა საჭიროებებით, რაც აუცილებელია მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად;
  • ფილიალის ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, დაქვემდებარებული
  • თანამშრომლების შვებულების, შესვენებისა და სამუშაო განრიგების განსაზღვრა, ადამიანური რესურსის გადანაწილება სამუშაო დღის განმავლობაში;
  • უფლებამოსილების ფარგლებში ანგარიშებისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისთვის წარდგენა;
  • ფილიალში მოსული დელეგაციებისა და სტუმრების მიღება, მათთვის „სსიპ - იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ფილიალის გამართული ფუნქციონირებისათვის ადამიანური რესურსების საჭიროების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის, ასევე შესაბამისი სამსახურ(ებ)ის ინფორმირება;
  • ფილიალში წარმოქმნილი ინფრასტრუქტურული/ტექნიკური ხასიათის პრობლემების დროული იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის, ასევე შესაბამისი სამსახურ(ებ)ის ინფორმირება;
  • ფილიალში სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა: ტემპერატურის/ვენტილაციის/განათების/ჰიგიენის/სისუფთავის მონიტორინგი;
  • უფლებამოსილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან, ადგილობრივ დონეზე ურთიერთობის კოორდინაცია, მათთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
  • უფლებამოსილი ორგანიზაციების თანამშრომლებთან დოკუმენტების მიღება-ჩაბარების განხორციელება, შესაბამისი აქტების ხელმოწერა;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმირება, თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დისციპლინური ან სხვა დარღვევების ჩადენის შესახებ;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა წახალისების ან პასუხისმგებლობის დაკისრების/მოხსნის მიზნით რეკომენდაციების გაცემა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დანამატის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა;
  • მომსახურების პროცესისთვის აუცილებელი ბლანკებისა და საკანცელარიო ნივთების მარაგების კონტროლი, მოთხოვნის დროულად დაყენება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
  • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მათი მხარდაჭერა;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტების ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმება;
  • დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ მენეჯმენტის მხრიდან გაცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა
აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სამართალმცოდნეობის განხრით; 
  • საჯარო დაწესებულებაში ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook, PowerPoint) ცოდნა;
  • ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა (B2 დონე).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომების ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების უნარი;
  • თანამშრომელთა განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
  • შეხვედრების წარმართვის, პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
  • მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
  • ცვლილებების ინიცირების ან/ და მართვის უნარი;
  • გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1820 ლარი (ხელზე ასაღები: 1456 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44662?active=1

 
იუსტიციის სახლი
5001 და მეტი
Employee

იუსტიციის სახლი

More

Announcements 0

იუსტიციის სახლი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type