სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი

  • 1041

Tbilisi Published 09/08/2017 end: 22/08/2017 Vacant Positions 1 sallary 1440

+ bonus
min. experience 5 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და სამმართველოებზე დავალებების გაცემა;
  • სამსახურის საქმიანობის წარმართვა, მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტებზე ხელის მოწერა ან ვიზირება;
  • დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; 
  • დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მოვლა-შენახვის უზრუნველყოფა;
  • დეპარტამენტის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
  • დეპარტამენტის შესაბამისი შენობის, საინჟინრო სისტემებისა და მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა, სანიტარულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზების კონტროლი;
  • დეპარტამენტის შესაბამისი შენობა-ნაგებობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, გათბობის საშუალებებისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე სხვადასხვა საინჟინრო კომუნიკაციის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა, კონტროლი;
  • კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერის ორგანიზება;
  • წლის განმავლობაში დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;
  • დეპარტამენტის შესაბამისი უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
  • დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონების განკარგვის ორგანიზება და შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაცია;
  • სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემული დავალებების ვადების განსაზღვრა და სამუშაოს შესრულების კონტროლი;
  • თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება, მათი წახალისება და მოტივირებულ სამუშაო გარემოზე ზრუნვა;
  • მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურში პროფესიული და ორგანიზაციული პრობლემების დროული აღმოჩენა და მისი ეფექტურად გადაჭრის სტრატეგიის შემუშავება;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის №302 დადგენილება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის ბრძანება №125 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ლოჯისტიკის, ფინანსების, ეკონომიკურ ან/და სამშენებლო სფეროში/დარგში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

სასურველია: 

  • ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Oris სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1800 ლარი (ხელზე ასაღები: 1440 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44547?active=1

 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
1-10
Employee

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

More

Announcements 0

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type