სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი

  • 927

Tbilisi Published 09/08/2017 end: 22/08/2017 Vacant Positions 1 sallary 944

+ bonus
min. experience 0 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

პოზიციის დასახელება: ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი (ცხოველების და ქვეწარმავლების დამჭერი)

ფუნქციები

  • ცვლის მიღებისას, გადასაბარებელი აღჭურვილობის კომპლექტაციის, გამართულობის და ზოგადი მდგომარეობის შემოწმება; 
  • შესაბამისი თანამდებობის პირისათვის დადგენილი ფორმით ე.წ. „საბრძოლო გათვლის“ მიწოდება; 
  • რეაგირებაზე გასვლა საინფორმაციო ცენტრის ორიენტირების საფუძველზე ან უშუალო თუ ზემდგომი უფროსის სიტყვიერი დავალებით; 
  • რეაგირების აქტისა და სხვა დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება; 
  • რეაგირებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის მოპოვება;
  • გამოძახების ადგილზე ვითარების შეფასების გზით რეაგირების მიზანშეწონილობის შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღება; 
  • გამოძახების ადგილის, ასევე სწორი რეაგირებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა ფოტო და ვიდეოფიქსაცია; 
  • გამოძახების ადგილზე ინიციატორისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისაგან განცხადების მიღება; 
  • დადგენილი წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხოველთა დაჭერა ჰუმანური მეთოდებით; 
  • არსებული რესურსების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამაშველო ღონისძიების ჩატარება განსაცდელში ან ტყვეობაში მყოფი ცხოველების გადასარჩენად; 
  • დაჭერილი (გადაცემული, ჩაბარებული) ცხოველების გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით ცხოველთა თავშესაფარში, ცხოველის მიმკედლებელთან, ბინადრობის პირვანდელ ან სხვა, მიზანშეწონილ არეალში, ვეტერინარულ დაწესებულებაში, ცხოველთა გამოფენებზე, მათი გაჩუქების აქციებზე და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე, ცხოველების სამარხში ან კრემატორიუმში;
  • „რეაგირების დავალების მიმდინარეობისა და შესრულების შედეგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება ოპერატიული სამორიგეოსთვის; - ცხოველის ევთანაზიის (მოკვდინება) უზრუნველყოფა თავშესაფრის გარეთ, ჰუმანური მეთოდით, როდესაც დაზიანების შედეგად ვეტერინარული დახმარების გაწევა შეუძლებელია, ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს ქმნის გარშემომყოფთათვის, ხოლო დაჭერა-იზოლაცია შეუძლებელია; 
  • ცვლის გადაბარების პროცესში შესაბამისი ხელმძღვანელისთვის დოკუმენტების და მიღებული ფოტო (ვიდეო) მასალის წარდგენა;
  • ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-56 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ”;
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება. 

სასურველია: 

  • სამუშაო გამოცდილება, მსგავსი საქმიანობის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის (Microsoft Office Word) ცოდნა. 
  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა; 
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; - მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
  • კონფლიქტების მართვის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა და საიმედობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 1180 ლარი (ხელზე ასაღები: 944 ლარი) 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44533?active=1

 
სსიპ-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
51-100
Employee

სსიპ-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

More

Announcements 0

სსიპ-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type