სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი

  • 941

Sagarejo Published 02/08/2017 end: 15/08/2017 Vacant Positions 1 sallary 320

+ bonus
min. experience 0 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  •  მინდობილ ტერიტორიაზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და არსებული მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით საჭირო სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების განხორციელება;
  •  რეინჯერების კოორდინირება ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და არსებული მდგომარეობის ოპტიმიზაციისათვის ინფორმაციის ოპერატიულად მიღების მიზნით;
  •  დაცულ ტერიტორიებზე სამეცნიერო კვლევის განხორციელების მხარდაჭერა, კოორდინირება, მონიტორინგი გარემოსათვის რაიმე ზიანის მიყენების პრევენცია და აღკვეთა;
  •  სანიმუშო ფართობების იდენტიფიცირება, მონაცემების პერიოდული შეგროვება სპეციალური მეთოდიკის მიხედვით და მათი დამუშავება;
  •  ჰერბარიუმებისა და კოლექციების შექმნა;
  •  ყოველწლიური „ბუნების მატიანის“ მომზადება და წარდგენა სააგენტოში;
  •  ეკოსისტემების/ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის პროცესებში მონაწილეობა;
  •  დაცული ტერიტორიების ფლორისა და ფაუნის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ეკოსისტემების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებისათვის წინადადებების მომზადება;
  •  დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებისა და არაორგანული ობიექტების კატალოგის შექმნაში მონაწილეობა;
  •  ფლორისა და ფაუნის მოვლის, დაცვის, აღდგენის ღონისძიებების ინიცირება და მონაწილეობა;
  •  დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე ან/და გახსნაზე თანხმობის გაცემა;
  •  დაცულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო ბილიკების დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა უსაფრთხოებისა და ინფორმირებულობის მიზნით გამაფრთხილებელი და საინფორმაციო სტენდების პროექტების მომზადება. დაცული ტერიტორიის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული გამაფრთხილებელი და საინფორმაციო სტენდების პროექტების განხილვა და შეთანხმება;
  •  სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალებისათვის (ბროშურები, პლაკატები, ბარათები და სხვ.) საჭირო ინფორმაციის მომზადება;
  •  წითელ ნუსხაში შეტანილი ფლორისა და ფაუნის შესაძლო რისკ ფაქტორებისაგან დაცვის უზრუნველყოფა, მათი შენარჩუნებისა და გამრავლებისათვის ყველა საჭირო ღონისძიების ინიცირება და გატარების კოორდინირება;
  •  ერთიან ტყის ბაზაში ინფორმაციის ატვირთვა;
  •  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება ეკოგანათლების დონის ამაღლების მიზნით;
  •  ეკობანაკების მხარდაჭერა; ეკობანაკის მონაწილეთა ინფორმირება;
  •  მოსახლეობის ეკოგანათლების დონის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
  •  კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება. 

 

საკონკურსო თემატიკა 

  •  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანება;
  •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  •  „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •   საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ.

 

დამატებითი მოთხოვნები

სასურველია:

  •  უმაღლესი განათლება - ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა;
  •  1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით;
  •  მაგისტრის ხარისხი;
  •  ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა.

 

კომპეტენციები და უნარები:

  •  ცოდნის მართვისა და გაზიარების უნარი;
  •  შიდა კომუნიკაციის დაგეგმვისა და/ან წარმართვის უნარი;
  •  პრეზენტაცის მომზადების, ჩატარების უნარი;
  •  სწავლების, ტრენინგის ჩატარების უნარი;
  •  ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  •  ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზის უნარი;
  •  გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  შედეგებზე ორიენტირებულობა;
  •  მომხმარებლის (გარე და/ ან შიდა) მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  •  დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 400 ლარი (ხელზე ასაღები: 320 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44406?active=1

 
დაცული ტერიტორიების სააგენტო
1-10
Employee

დაცული ტერიტორიების სააგენტო

More

Announcements 0

დაცული ტერიტორიების სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type