სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი

  • 1073

Dusheti Published 02/08/2017 end: 15/08/2017 Vacant Positions 1 sallary 560

+ bonus
min. experience 2 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  •  მინდობილ ტერიტორიაზე კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება და მონიტორინგი;
  •  დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად, ოპტიმალურ ვადაში და ოპტიმალური რესურსით შესრულების უზრუნველყოფა;
  •  მინდობილი ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში სამართალდარღვევებისათვის პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში, ახსნა-განმარტების მოთხოვნა, მათი ქმედებების, რომლებიც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს, შეჩერება (აღკვეთა), დამრღვევთათვის გამოყენებული იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა;
  •  საჭიროებისამებრ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
  •  ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის დაცვითი ღონისძიებების გატარება;
  •  ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე და დაცულ ტერიტორიაზე ჩადენილ სამართალდარღვევათა შესახებ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა;
  •  საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  •  წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) გეგმიური და საკონტროლო რევიზიის ჩატარება;
  •  წელიწადში ერთხელ (1 მაისიდან 1 ივლისამდე) ტყის პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება;
  •  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება;
  •  სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითლოგიური და სხვ.) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება;
  •  ბუნების მატიანეს შედგენისა და სააგენტოში წარდგენის კოორდინირება, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა;
  •  ტყით სარგებლობის უბნების ნატურაში განსაზღვრა (იდენტიფიკაცია), ტყით სარგებლობის კონკრეტულ ოდენობათა გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული ტყით სარგებლობის უბნების (ტყეკაფების) გამოყოფა (მათი მატერიალურ-ტექნიკური შეფასების უწყისებისა და ჭრის ტექნოლოგიური რუქების შედგენის ჩათვლით) და ჭრაში ზეზემდგომი ხეების დადგენილი წესით დამღის დასმა;
  •  საჭიროებისამებრ სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
  •  დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფაზე, დახურვაზე, გაუქმებაზე და გახსნაზე თანხმობის გაცემა; 
  •  დაქვემდებარებული თანამშრომლების მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
  •  კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და რეაგირება;
  •  კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა 

  •  „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  •   ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №54 დადგენილება;
  •   ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII);
  •   საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი";
  •   საქართველოს მთავრობის №242 დადგენილება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“;
  •  „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილება.

 

დამატებითი მოთხოვნები
 სავალდებულოა:

  •  სამუშაო გამოცდილება კანონაღსრულების, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით. 

 

კომპეტენციები და უნარები:

  •  მართვის უნარი თანასწორობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით;
  •  რესურსების რაციონალურად მართვის უნარი;
  •  კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი (პრობლემის გადაჭრისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი);
  •  პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი;
  •  მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება/ანალიზის უნარი;
  •  იდეების დასაბუთებისა და დარწმუნების უნარი;
  •  შედეგებზე ორიენტირებულობა;
  •  სტრესის ზემოქმედების ქვეშ ეფექტიანად მუშაობის უნარი; 
  •  დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. 

 

თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი (ხელზე ასაღები: 560 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44417?active=1

 
დაცული ტერიტორიების სააგენტო
1-10
Employee

დაცული ტერიტორიების სააგენტო

More

Announcements 0

დაცული ტერიტორიების სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type