სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერი (ქედქედის უბანი)

  • 797

Khelvachauri Published 02/08/2017 end: 15/08/2017 Vacant Positions 1 sallary 360

+ bonus
min. experience 0 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • მინდობილ უბანზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ბუნებრივი რესურსების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებების შეჩერება და დათვალიერება სამართალდარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში-სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა დადგენილი წესით, სამართალდამრღვევის ინფორმირება სამართალდარღვევის საფუძვლების შესახებ; უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაძლებლობისამებრ ნივთმტკიცებების შეგროვება; გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება; სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; აუცილებლობის შემთხვევაში იარაღების/მოწყობილობების ჩამორთმევა, უკანონოდ მოპოვებული რესურსის ჩამორთმევა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება.
  • დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით პატრულირება;
  • ხანძრის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, სახანძრო უშიშროების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მავნე ტყის მწერების, ტყის დაავადებების და ბუნებრივი რესურსებისათვის რისკ-ფაქტორების შემცველი მოვლენების/ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ველური ცხოველებისა და ფრინველების აღრიცხვა;
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
  • დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან/და გამოყოფა და კონტროლი მინდობილი ტერიტორიაზე სააგენტოს მატერიალური რესურსის დაცვა - მათ შორის საინფორმაციო დაფების, საკვარტლო, სასაზღვრო ბოძების, ხიდების, ხერგილების, თავშესაფრების, სახანძრო სამეთვალყურეო პუნქტების, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე დაცული ტერიტორიების რეჟიმის დარღვევის შედეგად ამოღებული დროებით შესანახი ქონების;
  • დღიურის წარმოება პერმანენტულ რეჟიმში ფენოლოგიური და სხვა დაკვირვებების შესახებ;
  • ბუნებრივი რესურსების სააღრიცხვო და საინვენტარიზაციო სამუშაოებში მონაწილეობა;
  • პატრულირებისას ინფორმაციის შეგროვება ფლორის, ფაუნის, წყლის ხარისხის, ისტორიული და არქეოლოგიური ობიექტების, ტურისტების მომსახურეობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ;
  • დაცული ტერიტორიის საზღვრებისა და საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მონიტორინგი - დაბინძურების, დანაგვიანების, უნებართვო მშენებლობისა და სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით;
  • ვიზიტორების დახმარება/ინფორმირება მათი უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით;
  • ზომების მიღება/შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება უკანონო ტყის ჭრის, პირუტყვის ძოვების, თიბვის და სხვა სახის უკანონო სარგებლობის, აგრეთვე ბრაკონიერობის აღკვეთის მიზნით;
  • საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
  • დამნაშავის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული როლით;
  • ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება;
  • დაცული ტერიტორიების რეჟიმისა და ტყეებში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება. 

 

საკონკურსო თემატიკა

  • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანება;
  • ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის №54 დადგენილება;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII).

 

დამატებითი მოთხოვნები
 სასურველია:

  • სამუშაო გამოცდილება: კანონაღსრულება, ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით;
  • პროფესიული განათლების დონე (აგრარული მეცნიერებები; სატყეო საქმე);
  • კომპიუტერული პროგრამების (WORD/EXCEL) კარგად ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

  • ინფორმაციის შეგროვების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტიანად მუშაობა სტრესის ზემოქმედების ქვეშ;
  • მოლაპარაკების უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ასერტიულობა და პრინციპულობა. 

 

თანამდებობრივი სარგო: 450 ლარი (ხელზე ასაღები: 360 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44438?active=1

 
დაცული ტერიტორიების სააგენტო
1-10
Employee

დაცული ტერიტორიების სააგენტო

More

Announcements 0

დაცული ტერიტორიების სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type