სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

  • 1055

Gori Published 01/08/2017 end: 14/08/2017 Vacant Positions 1 sallary 1689

+ bonus
min. experience 4 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • ახორციელებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მართვას;
  • ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა შორის;
  • კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს აკადემიას ორგანიზაციის გარეთ წარმოებულ სამსახურეობრივი ურთიერთობების დროს;
  • წარუდგენს აკადემიის რექტორს წინადადებებს სამსახურეობრივი საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე;
  • აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება მისი სრულყოფის მიზნით; 
  • აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადება; 
  • სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა; 
  • სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და პროცედურების, შეფასების წესის შემუშავება და შეფასება;
  • თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად; 
  • აკადემიის მიერ განხორციელებული საბაკალავრო, სამაგისტრო, ოფიცერთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ტექნიკური მონიტორინგისა და აკადემიური ექსპერტიზის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავება და მათ საფუძველზე სისტემატური ტექნიკური მონიტორინგის ორგანიზება, მათ შორის, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით; 
  • რეკომენდაციების შემუშავება საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე; 
  • აკადემიური/მოწვეული/მასწავლებელთა პერსონალის, სამხედრო ინსტრუქტორებისა და იუნკერების/მსმენელების კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობა და კითხვარის ანალიზის საფუძველზე, აკადემიის საქმიანობის შემდგომი სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; 
  • მონაწილეობა კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მონიტორინგის პროცესში; 
  • კონფერენციების, ტრენინგების, სემინარების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბოლონიის პროცესთან, კურიკულუმის შემუშავებასთან, ავტორიზაციასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე; 
  • აკადემიის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისათვის მომზადების ხელმძღვანელობა და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარის და თვითშეფასების ანგარიშის, თანდართული დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი; 
  • „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი; 
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №99/ნ (საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა  და საფასურის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №65/ნ (საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №3 (უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №10/ნ (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის ბრძანება №120/ნ  (ეროვნული საკვალიფიკაციო  ჩარჩოს  დამტკიცების  შესახებ);
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №224/ნ (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №98/ნ (საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ);
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №154/ნ (სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ).

 

დამატებითი მოთხოვნები
განათლება: მინიმუმ მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული.
გამოცდილება: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში ან/და განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით მინიმუმ 4 წლის მუშაობის გამოცდილება;

კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office Outlook) ცოდნა. 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • კრეატიულობა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დროის რაციონალური გადანაწილების უნარი;
  • სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • ლოგიკური მსჯელობისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

 

თანამდებობრივი სარგო: 2112  ლარი (ხელზე ასაღები: 1689,6 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44444?active=1

 
ეროვნული თავდაცვის აკადემია
101-500
Employee

ეროვნული თავდაცვის აკადემია

More

Announcements 0

ეროვნული თავდაცვის აკადემია

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type