სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

  • 1249

Tbilisi Published 19/07/2017 end: 01/08/2017 Vacant Positions 1 sallary 1520

+ bonus
min. experience 3 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

თანამდებობის დასახელება: საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

 

ფუნქციები

მონაწილეობას იღებს და ხელმძღვანელობს საბაჟო დეპარტამენტის პროცესების მართვის, შეფასებისა და განვითარების მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

  • დეპარტამენტის საქმიანობის წლიური დაგეგმვის პროცესის ორგანიზება და მასში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სამოქმედო გეგმების შესრულების კონტროლი, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებსა და პროექტებში დეპარტამენტის ჩართულობის პროცესის მართვა;
  • დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შესწავლა და რეაგირება;
  • განხორციელებული საბაჟო კონტროლისა და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი, არსებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მათი აღმოფხვრის სტრატეგიის შემუშავება;
  • საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, საკანონმდებლო სიახლეების ინიცირება, პროგრამულ მხარდაჭერასა და სპეცტექნიკით აღჭურვაზე წინადადებების შემუშავება;
  • დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა ცოდნისა და კვალიფიკაციის დონის შეფასებისა და მისი ამაღლების მიზნით, სტიმულირებისა და წახალისების, დაწინაურების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის თაობაზე და როტაციის ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემურ საკითხებზე (მათ შორის, გადასახადის გადამხდელებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მოთხოვნით) პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოში არსებული ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი ან/და მიღებული (მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში) ინფორმაციის ანალიზი;
  • საგარეო - ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის შემოწმების მასალების მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი რეაგირება;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;
  • დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში მონაცემების შეტანაზე კონტროლი, შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება და სათანადო რეაგირება;
  • საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;
  • თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;
  • საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია- მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

 

საკონკურსო თემატიკა

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „შემოსავლების სამსახურის შესახებ";
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანება;
  • „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 11 ივლისის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №241 ბრძანება;
  • „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ 2012 წლის 1 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის უფროსის №12858 ბრძანება;
  • „საქართველოს ინტეგრირებული ტარიფის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 23 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №351 დადგენილება;
  • საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ";
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • საქართველოს მოქალაქე;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე, საგადასახადო/საბაჟო მიმართულებით ან ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • „ASYCUDA“ - ავტომატიზირებული მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • „ORACLE“- საინფორმაციო სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • „eDocument“ - ავტომატიზებულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office for Windows, Internet Explorer;
  • სასურველია უცხო ენის (ინგლისური/რუსული/თურქული) ცოდნა.

 

  • სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • ინფორმაციის დამუშავება/ანალიზის უნარი;
  • პრობლემების ანალიზის უნარი;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1900 ლარი (ხელზე ასაღები: 1520 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44086?active=1

 
შემოსავლების სამსახური
1000-ზე მეტი
Employee

შემოსავლების სამსახური

More

Announcements 0

შემოსავლების სამსახური

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type