სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

დმანისის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი

  • 489

Dmanisi Published 27/10/2017 end: 09/11/2017 Vacant Positions 1 sallary 640

+ bonus


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები:

  • მოქალაქესთან გასაუბრება/მაძიებლის იდენტიფიცირება/კონსულტირება/საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის სერვისებთან;
  • „დეს“ სისტემაში მიღებული შესასრულებელი კორესპონდენციების გაცნობა/გაანალიზება/თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა, მოცემული ინფორმაციის ანალიზი/რეაგირების დაგეგმვა;
  • ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასება, მომსახურების საჭიროებების გამოვლენა/განსაზღვრა, კონსულტირება, არსებულ სერვისებთან დაკავშირება, ინტერვენციის დაგეგმვა, დასკვნა/რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელის ვიზირებისთვის;
  • მშვილებელი/მიმღები კანდიდატის დარეგისტრირება: კანდიდატთან გასაუბრება/კონსულტირება/განცხადების მიღება თანდართული დოკუმენტაციით/ ოჯახის შეფასება/დასკვნა რეკომენდაციის მომზადება ხელმძღვანელის ვიზირებისთვის;
  • მონაწილეობა შიდაუწყებრივ და უწყებათაშორის საქმიანობაში: მონაწილეობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროფესიულ ზედამხედველობის პროცესში უფროს სოციალურ მუშაკთან; საპატრულო სამსახურსა და პოლიციის/შსს განყოფილებებთან, სასამართლოსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა, ჩართულობა არასრულწლოვანთა საქმეების წარმოების დროს;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოსთვის მასალების მომზადება ხელმძღვანელის ვიზირება და შემთხვევების წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა;
  • ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება: შეთავაზების შემდგომ პოტენციური მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობა/შესწავლა/მშვილებელი კანდიდატისა და გასაშვილებელი ბავშვის პირველი შეხვედრის ორგანიზება/მშვილებელი კანდიდატისთვის გასაშვილებელ ბავშვზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; პოტენციური მშვილებლის დაინტერესების შემთხვევაში შემდგომი შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება/ვიზიტების ელექტრონულად გაფორმება/მუშაობა-კონსულტირება შვილად ამყვან კანდიდატთან და გასაშვილებელ ბავშვთან, საჭიროების შემთხვევაში ბავშვთან და მშობელთან ფსიქოლოგის ჩართვა/დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში მშვილებლის მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის სრულად მოწოდება/მიმოწერა სამინისტროსთან/შეთავსების ანგარიშის შედგენა;
  • მეურვეობა-მზრუნველობა/მხარდაჭერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება: კანდიდატთან გასაუბრება-კონსულტირება/კანდიდატი ოჯახის შეფასება/მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ელექტრონულად/დასკვნა რეკომენდაციის მომზადება/უფროსი სოციალური მუშაკისა და სამხარეო ცენტრის უფროსისთვის გაგზავნა/იურისტთან გადაგზავნა გადაწყვეტილების მიღების მიზნით/მიღებული გადაწყვეტილების მოქალაქისათვის გადაცემა/დასკანერებული დოკუმენტაციის ბაზაში განთავსება/რეესტრის გადაგზავნა შესაბამისი მონაცემებით იურისტისათვის;
  • ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისაგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება: მომართვის შემდგომ მიზნობრივი ჯგუფის იდენტიფიცირება/რეაგირების ფორმის განსაზღვრა/ბავშვისა და ოჯახის შეფასება/ვიზიტები ოჯახში/გარემოცვასთან და შეხვედრები ოფისში/ მიღებული ინფორმაციის დამუშავება ელექტრონულად/დასკვნის მომზადება/საჭიროებისამებრ შემთხვევის მართვა/გადამისამართება/ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ან მონიტორინგის გაგრძელება ბავშვის ოჯახში შენარჩუნებისას/შემთხვევის მონიტორინგი და ელექტრონული ვერსიის დამუშავება, დეს-ში განთავსება; 
  • ძალადობის შემთხვევების რეესტრში აღრიცხვა;
  • დამცავი და შემაკავებელი ორდერის დამტკიცების დროს სასამართლო პროცესში მონაწილეობა, დასკვნის მომზადება/წარდგენა;
  • ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება, კონსულტირება და გადამისამართება; პირის მოთხოვნის საფუძველზე, საიდენტიფიკაციო კითხვარის შევსება და წარდგენა სტატუსის განსაზღვრისთვის. გადამისამართება იურიდიული დახმარების სამსახურში;
  • ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების საექსპერტო კვლევაში მონაწილეობა, სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირება;
  • არასრულწლოვანი დაზარალებულების, მოწმეებისა და დამნაშავეებისთვის საპროცესო წარმომადგენლობის გაწევა დაკითხვა/გამოკითხვის დროს;
  • მეურვეობის, მზრუნველობის, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესის წარმართვა;
  • ოჯახური დავები და აღსრულება: შემოსული განცხადების შესწავლა და განხილვა იურისტთან ერთად/ბავშვისა და მხარეების შეფასება/ელექტრონული ვერსიის შემუშავება/დასკვნის მომზადება და იურისტისთვის/ფსიქოლოგისთვის გადაცემა სასამართლოზე წარსადგენად/შემთხვევის აღსრულების პროცესში ჩართულობა;
  • სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული პირის მნახველი და გაყვანაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრისათვის ოჯახის შეფასება, შესაბამისი დასკვნის მომზადება; რეგიონალურ საბჭოზე საკითხის წარდგენა; 
  • შემთხვევის კონფერენციის საჭიროების გამოკვეთა და უფროს სოციალურ მუშაკთან შეთანხმებით შემთხვევის კონფერენციის ორგანიზება, შესაბამისი ჩანაწერის გაფორმება;
  • ფულადი და არაფულადი დახმარებების შესაბამის ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობა: მინდობით აღზრდის/გადაუდებელი მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის შემთხვევების სპეციალურ პროგრამაში განთავსებისა და ხელშეკრულების მომზადებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი პირისათვის/ცენტრის ხელმძღვანელსა და მეორე მხარეს შორის ხელშეკრულების გაფორმება/კვების, ადრეული განვითარების, დღის ცენტრებისა და საოჯახო სახლების შემთხვევაში მონაცემთა განთავსება პროგრამა “child”-ის ბაზაში და ვაუჩერის ბეჭდვა/მომხმარებლისათვის ვაუჩერის გადაცემა და მისით სარგებლობის წესის გაცნობა;
  • გაწეული საქმიანობის შესახებ სავალდებულო რეესტრების წარმოება;
  • ვაუჩერების ბეჭდვაზე ზედამხედველობა და შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გაცემა;
  • „დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანების ფარგლებში, საქმის წარმოება/დაარქივება;
  • უფროს სოციალურ მუშაკთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილობრივი სტრუქტურების ინფორმირებულობა სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ;
  • სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ცვლილებების ადვოკატირების მიზნით, უფროსი სოციალური მუშაკის ინფორმირებულობა სისტემაში არსებული საჭიროებების შესახებ;
  • სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება;
  • სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის უფროსისა და უფროსი სოციალური მუშაკის სხვა დავალებების შესრულება. 
     

საკონკურსო თემატიკა:

  • „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  სამოქალაქო კოდექსის კარი მეორე „მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების  ურთიერთობა“;
  • „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26  თებერვლის №50/ნ ბრძანება;
  • „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის   26 თებერვლის №51/ნ ბრძანება;
  • „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,    ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანება;
  • „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის №138 დადგენილება;
  • „ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმეების  აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №01-16/ნ  ბრძანება;
  • „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილება  №437;
  • „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – სოციალური  მომსახურების სააგენტოს დებულება“.
  • აპლიკანტს ასევე მოეთხოვება „სოციალური სამუშაოს პრაქტიკის საფუძვლები“ – სახელმძღვანელო ბავშვებსა და ოჯახებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისათვის              (ავტ. ს. ნამიჭეიშვილი, მ. მგელიაშვილი, 2010 წ.) ცოდნა (მოიძიეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში).
     

დამატებითი მოთხოვნები:

  • ან უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) სოციალურ სამუშაოში;
  • ან უმაღლესი განათლება და სერტიფიკატი სოციალური მუშაობის საფუძვლებში (სავალდებულოა სერტიფიკატის ატვირთვა);
  • ან უმაღლესი განათლება და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • ან უმაღლესი განათლება და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები;
  • სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები;
  • ლიდერობის და გადაწყვეტილების მიღების უნარ–ჩვევები. 

 

თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი (ხელზე ასაღები:  640 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45559?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
101-500
Employee

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

More

Announcements 0

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type