სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი

  • 622

Tbilisi Published 25/10/2017 end: 06/11/2017 Vacant Positions 1 sallary 1200

+ bonus
min. experience 5 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

პოზიციის დასახელება: საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების უფროსი

 

ფუნქციები

  • კოორდინაციას უწევს სააგენტოს ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვას;
  • კოორდინაციას უწევს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობასა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კონტროლს;
  • კოორდინაციას უწევს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ასევე, მასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოების ორგანიზებასა და ზედამხედველობას;
  • წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, განსაზღვრავს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წლიური მოთხოვნების სავარაუდო მოცულობებს და მიღებულ მონაცემებს წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს;
  • კოორდინაციას უწევს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მუშაობას;
  • კოორდინაციას უწევს სააგენტოს საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტების ფარგლებში;
  • კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობას და კონტროლს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის ან/და განკარგვის, ასევე, სააგენტოსათვის გადაცემული ქონების მიღება -ჩაბარების აქტებზე ხელმოწერა;
  • კოორდინაციას უწევს სააგენტოს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიღება–ჩაბარების დოკუმენტაციის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში განყოფილებაში შემოსული წერილების განხილვა და პასუხების პროექტების მომზადება; 
  • სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების, სააგენტოს, ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;
  • „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი 1595-დან 1599-ის ჩათვლით);
  • „ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება 2014 წლის 14 იანვრის №55 ბრძანება;
  • „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება (ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების კლასიფიკაცია);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი (მუხლი 8, პუნქტი 33, მუხლი 19 და მუხლი 168);
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი (თავი VI და VII);
  • საქართველოს მთავრობის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №302 დადგენილება „სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი;
  • „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების    დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №50 ბრძანება.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო დაწესებულებაში (მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) მუშაობის გამოცდილება.

 

პერსონალური უნარები:

  • ხელმძღვანელობის უნარი/გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი და გამოცდილება; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 1500 ლარი (ხელზე ასაღები: 1200 ლარი)

 

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/45481?active=1

 

შენიშვნა: ეს არის საჯარო სექტორის ვაკანსია, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირველ რიგში რეგისტრაცია უნდა გაიაროთ  http://www.hr.gov.ge -ზე და შეავსოთ თქვენი რეზიუმე.  ამის შემგედ  hr.gov.ge  -ზე  გახსენით თქვენთვის სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს  "გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე".

 
ეროვნული სატყეო სააგენტო
1000-ზე მეტი
Employee

ეროვნული სატყეო სააგენტო

More

Announcements 0

ეროვნული სატყეო სააგენტო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type