სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

  • 829

Kutaisi Published 14/06/2017 end: 21/06/2017 Vacant Positions 1 sallary 700

+ bonus
min. experience 1 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

თანამდებობის სრული დასახელება: ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ქონების განკარგვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

 

ფუნქციები

  1.  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  2.  საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების (მათ შორის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  3.  იჯარით გაცემული ქონების (მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) შესახებ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურისათვის;
  4.  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონების ორგანიზება;
  5.  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტის მომზადება;
  6.  მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის, აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით;
  7.  მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება;
  8.  საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა-არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
  9.  თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზება და მათი შემდგომი ზრდისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება, საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე, ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
  10.  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  11.  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
  12.  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

საკონკურსო თემატიკა

  •  საქართველოს კონსტიტუცია;
  •  საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
  •  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  •  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია http://kutaisi.gov.ge/files/upload-file/pdf/a_1299585101364911.pdf;
  • „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  •  „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
  •  „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილება;
  •  „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №14 დადგენილება;
  •  „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 10 სექტემბრის №973 ბრძანების ცოდნა. http://kutaisi.gov.ge/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf

 

დამატებით მოთხოვნები

  •  საგანმანათლებლო ხარისხი: უძრავი ქონების ადმინისტრირების ან სამართლის ან ეკონომიკური ან ინჟინერიის სპეციალიზაციით;
  •  სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის გამოცდილება);
  •  სასურველია მუშაობის გამოცდილება ქონების ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის ან მართვის სფეროში;
  •  სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა;
  •  კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint; Internet Explorer).

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  1.  კრეატიულობა;
  2.  პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  3.  კომუნიკაციის უნარი;
  4.  ორგანიზებულობა;
  5.  გუნდური მუშაობა;
  6.  შედეგზე ორიენტირებულობა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/43757

 
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი
101-500
Employee

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

More

Announcements 0

ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type