სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

არქიტექტორი

  • 1085

Tbilisi Published 17/07/2017 end: 28/07/2017 Vacant Positions 1 Range 1501 - 2500 min. experience 5 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • პროექტებთან დაკავშირებულ საინჟინრო საკითხებზე შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და დეტალური საინჟინრო პროექტების მოსამზადებლად ტექნიკური დავალებების შედგენა;
  • საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტების მართვა-კოორდინაცია, წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა და დადასტურება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობის, დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და ბიუჯეტის კონტროლი, სამუშაოთა საბოლოო მიღება-ჩაბარება;
  • მგფ-ს დაკვეთით მომზადებული, ასევე მუნიციპალიტეტებიდან და სხვადასხვა ბენეფიციარების მიერ მოწოდებული სამოქალაქო შენობა-ნაგებობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების პროექტების დაგეგმვასთან, მომზადებასთან, შეფასებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა და საპროექტო სამუშაოების კოორდინაცია;
  • პროექტების ექსპერტიზის, სხვადასხვა უწყებებთან შეთანხმების, ნებართვების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი პროცედურების დაცვა და კოორდინაცია სამსახურის სხვა ჯგუფების სპეციალისტებთან ერთად;
  • პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტაციის, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და სტანდარტების, დონორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შემუშავებული სახელმძღვანელოების მოთხოვნების ანალიზი, ინფორმაციის მიწოდება კონსულტანტებისათვის და სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ამ მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის და რესტავრაციის პროექტების მომზადებისა და განხორციელების პროცესში;
  • კონსულტანტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის და შეთანხმების უზრუნველყოფა სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან (კულტურის სამინისტრო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სხვა) და ბენეფიციარებთან;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტრაქტებში შესატანი ცვლილებების განხილვა, ანალიზი და დადასტურება მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად;
  • ფონდის ხელმძღვანელობის დავალებით სხვადასხვა კომისიებსა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
  • ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მისი მოადგილეების, სამსახურის და ჯგუფის უფროსების სხვა დავალებათა შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბერის №558 დადგენილება;
  • საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ''.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • 5 წლიანი გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებაში, სამშენებლო პროექტების დაგეგმვის, მომზადების, განხორციელების და ზედამხედველობის საქმეში;
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების გამოყენების გამოცდილება;
  • საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო ნორმატივების ცოდნა;
  • საპროექტო ნახაზების წაკითხვისა, შემოწმების და შედგენის გამოცდილება.

 

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა, დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

უპირატესობად ჩაითვლება:

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის და/ან არქიტექტურის განხრით;
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელების/სამუშაო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • MS project-ის ცოდნა;
  • ArcGIS-ის ცოდნა;
  • დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამოქალაქო შენობა- ნაგებობების მონიტორინგის გამოცდილება.

 

თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები: 1600 ლარიდან 2000ლარამდე )

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44220?active=1

 
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
51-100
Employee

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

More

Announcements 0

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type