სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

სივრცის კონსულტანტი გურჯაანის იუსტიციის სახლში

  • 1124

Gurjaani Published 17/07/2017 end: 28/07/2017 Vacant Positions 1 sallary 160

+ bonus
min. experience 0 year


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ფუნქციები

  • სსიპ - „იუსტიციის სახლის“ საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, მომსახურების სტანდარტების და სხვა შიდა აქტების მოთხოვნათა დაცვა;
  • მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
  • მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამისს სივრცეში გადამისამართება;
  • მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა მომსახურება, კონსულტაცია და განაცხადების ფორმების გაცემა სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი მიმართულების სერვისების ფარგლებში;
  • წინა ხაზის თანამშრომლების მიერ მიღებული განაცხადების და თანდართული დოკუმენტების გადაცემა პარტნიორი სსიპ-ების შესაბამისი სამსახურებისთვის;
  • სსიპ - „იუსტიციის სახლის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემით შემოსული კორესპონდენციის დროული გაცნობა, სარეზოლუციო ადრესაციის დროული შესრულება და დასრულების უზრუნველყოფა;
  • ფოტო-ჯიხურით და სხვა თვითმომსახურების სისტემებით სარგებლობის პროცესში მოქალაქეთა დახმარება;
  • მომსახურების დარბაზში გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბუკლეტების განთავსება და მოწესრიგება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
  • უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში;
  • ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურად ზრუნვა სსიპ „იუსტიციის სახლის“ აქტივებისა და ქონების დაცვაზე, რაციონალურად და კეთილგონიერად გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული რესურსები;
  • სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

 

საკონკურსო თემატიკა

აუცილებელია შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №508 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანება „პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანება „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის ბრძანება №113/ნ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №241 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები

  • საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია უმაღლესი აკადემიური განათლება სამართალმცოდნეობის განხრით);
  • საჯარო დაწესებულებაში მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ლოგიკური აზროვნება;
  • კეთილგანწყობა;
  • დახვეწილი მეტყველება;
  • მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

 

თანამდებობრივი სარგო: 200  ლარი (ხელზე ასაღები: 160 ლარი)

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44068?active=1

 

 
იუსტიციის სახლი
5001 და მეტი
Employee

იუსტიციის სახლი

More

Announcements 0

იუსტიციის სახლი

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type