სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი

  • 4110

Tbilisi Published 13/10/2017 end: 27/10/2017


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და პარტნიორები-საქართველოს ერთობლივი პროექტი ადამიანური რესურსების (HR) მართვის სასერტიფიკატო კურსი.

საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებს, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამსახურისგან და სწავლისგან მოუწყვეტლად:

  • გაიღრმავოთ ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში
  • შეიძინოთ და გაიუმჯობესოთ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
  • გაეცნოთ პერსონალის შერჩევის, მოტივირების, შეფასების და მართვის თანამედროვე მეთოდებს და ინსტრუმენტებს
  • გაიზიაროთ კოლეგების გამოცდილება
  • მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე დარგის წარმატებული მენეჯერებისგან
  • აიმაღლოთ კვალიფიკაცია პრაქტიკოსებისა და პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების დახმარებით
  • კურსის გავლის შედეგად თქვენ მიიღებთ ლიდერი ტრენინგ-კომპანიისა და წარმატებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთობლივ სერტიფიკატს, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენი გახდება თქვენი პროფესიული ბიოგრაფიისათვის.


კურსი 31 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00-22:00, და შაბათს 12.00 - 15.00

თქვენთან ორი თვის განმავლობაში თემების მიხედვით იმუშავებენ პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტები და ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერები:

  • მართვის უნარები HR მენეჯერისათვის - ნათია გოფოძე, ფსიქოლოგი, "პარტნიორები-საქართველოს" ტრენერ-კონსულტანტი, საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება ორგანიზაციული მართვისა და განვითარების სფეროში.
  • საკადრო პოლიტიკა და ადმინისტრაციული პროცედურები - თამილა გველესიანი, პერსონალის მართვის სპეციალისტი, ტელეკომპანია რუსთავი2-ის HR მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბლოკ-ჯორჯიაში, მთაწმინდის ეროვნული პარკში და პეტროფაკში ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერად.
  • თანამშრომელთა შერჩევა - ლელა გიორგობიანი, "პარტნიორები-საქართველოს "ტრენერ-კონსულტანტი და დამფუძნებელი პარტნიორი, ESM-თბილისის ბიჰევიორისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, მაგისტრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვაში.
  • პერსონალის მოტივირება - მილენა მითაგვარია, "პარტნიორები-საქართველოს" დამფუძნებელი პარტნიორი, კონსულტირებისა და პროგრამების მართვის 20-წლიანი გამოცდილება.
  • პერსონალის შეფასება - მარინა იმერლიშვილი, გამოყენებითი კვლევების კომპანია აი-არ-სი-ს დირექტორი, ორგანიზაციული განვითარებისა და ეიჩარ კონსალტინგის 18 წლიანი გამოცდილება
  • HR მენეჯერის გავლენა კომპანიის მოგებაზე, ორგანიზაციული კულტურა და პერსონალის დაწინაურება - ნინო ბართაია, HR მართვის 10 წლიანი გამოცდილება, "აჭარა ჯგუფის" (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი) HR მენეჯერი, ტურიზმის განვითარების პროექტების კონსულტანტი
  • HR და შიდა კორპორაციული PR - კახა მაღრაძე, 13 წლიანი გამოცდილება სტრატეგიული კონსალტინგისა და პიარის მართვის საკითხებში, "ჯეპრას" უფროსი პარტნიორი
  • თანამედროვე HR მართვის ძირითადი გამოწვევები - ანდრო დგებუაძე, ბიზნეს-კონსულტანტი მენეჯმენტის, ფინანსებისა და IT მართვის სფეროში, საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება.


კურსის პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშო, როლური თამაში, სიმულაცია, სასწავლო ქეისი და დისკუსია.

კურსის ღირებულებაა 940 ლარი. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან მეტი აპლიკანტის შემთხვევაში, აგრეთვე, სტუდენტებისათვის მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება.

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი,
თბილისი, მერაბ ალექსიძის 8
თიკო ბარბაქაძე, სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი
ტელ: 2 20 65 20 , 599 08 18 75
ელ-ფოსტა: tikobarbaqadze@gau.ge

სარეგისტრაციო სააპლიკაციო ფორმის შესავსებად (იხ. მიმაგრებული ფაილი), აგრეთვე, იხილეთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვებგვერდი: http://gau.ge/ge/study-programs/certificate-courses/HR

 
Partners Georgia • პარტნიორები საქართველო
11-50
Employee

Partners Georgia • პარტნიორები საქართველო

More

Announcements 0

Partners Georgia • პარტნიორები საქართველო

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type