სატესტო რეჟიმი
+Post Announcement
eng
  • geo
  • rus

განცხადება ვადაგასულია

პროექტი NEXTGEN

  • 1896

Tbilisi Published 09/09/2017 end: 20/09/2017


This anounsment contain only Georgian text. please use Georgian version.

გაცნობებთ, რომ 2017 წლის 7 ოქტომბერს, კომპანია IDCS-ი იწყებს ახალ, ინოვაციურ პროექტს 14-დან 18 წლამდე თინეიჯერებისთვის.

 

პროექტი NextGen-ი მომავალი თაობის ტალანტების-შესაძლებლობების გამოვლენაზე არის ორიენტირებული და მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას, როგორც სასწავლო ცენტრში, ისევე უშუალოდ ადგილზე,  მოწინავე კომპანიებისა და ორგანიზაციების წიაღში.

 

შედეგად, პროექტის ბენეფიციარებს საშუალება მიეცემათ:

  • პროექტში ჩართული „მენტორების“ მონაწილეობითა და მათ მიერ ორგანიზებული „მასტერკლასების“ საფუძველზე, შეექმნათ სრული წარმოდგენა ამა თუ იმ სფეროს პროფესიულ კონტექსტზე-თავისებურებებზე, რელევანტურ აკადემიურ/პროფესიულ განათლებაზე, კრიტიკულ კომპეტენციებზე და უნარ-ჩვევებზე;
  • პროექტის განხორციელების გარკვეულ სტადიაზე, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ უშუალოთ სამუშაო გარემოში, ადგილზე, მიიღონ მათი ინტერესთა სფეროს გათვალისწინებით, კონკრეტული სფეროს შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია, დაესწრონ სამუშაო პროცესებსა და თვალი მიადევნონ ამა თუ იმ დარგში მოღვაწე ღვაწლმოსილი პროფესიონალების საქმიანობას;
  • შეიქმნან სწორი და უტყუარი წარმოდგენა მათ მიერ წინასწარ შერჩეული პროფესიული სფეროებისა და საქმიანობების შესახებ;
  • საფუძვლიანად შეიმეცნონ და გაანალიზონ სხვადასხვა პროფესია და ამის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროფესიის კარიერული გზის არჩევის საკითხში;
  • პროფესიონალური და კვალიფიციური ინსტრუქტაჟის და კონსულტაციების საფუძველზე, ჯეროვნად შეაფასონ საკუთარი პოტენციალი და წინასწარი შესაბამისობა შერჩეული (ინტერესთა სფეროს გათვალისწინებით) სფეროს-პროფესიის მიმართ;
  • გადადგან პირველი, მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯები, როგორც სათანადო აკადემიური განათლების მიღების, ისე კარიერული გზის დაგეგმვის პროცესში;
  • სწორად/ჯეროვნად შეაფასონ დასაქმების ბაზარზე არსებული და სამომავლო მოთხოვნილება და ტრენდები.

 

ზოგადი ინფორმაცია:

  • პროგრამის ხანგრძლივობაა ორი თვე. ლექციები გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს.
  • ლოკაცია: ოთარ ჩხეიძის ქ. #5 („შანჰაის“ ტერიტორიაზე).
  • მსმენელთა ასაკობრივი ზღვარი: 14 – 18 წელი.
  • პროგრამის ღირებულება: 200 ლარი (სწავლების საფასურის გადახდა განხორციელდება წინსწრებით, არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრამდე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გადახდილი თანხა არ ექვემდებარე უკან დაბრუნებას!

 

გთავაზობთ: 

  • უსაფრთხო, კომფორტულ და სასიამოვნო-არაფორმალურ გარემოს;
  • საგანმანათლებლო პროგრამას კვირაში ერთხელ (2 საათი);
  • ვორქშოპს დარგის ცნობილ სპეციალისტებთან;
  • „სამუშაო ვიზიტებს" კომპანიებში
  • ორენოვან სერტიფიკატს პროგრამის დასრულების შემდგომ

 

შენიშვნა:  სწავლების საფასური ფარავს მთელი პროექტის მანძილზე: საკანცელარიო ნივთების, ბეიჯების, პლაკარდებისა და სერტიფიკატების ხარჯებს.

 

სწავლა დაიწყება 7 ოქტომბერს. მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობს ონლაინ აპლიკაციის ( Link ) შევსების ან/და სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი 20 სექტემბრამდე.

 

#nextgen ბევრ სხვა სიურპრიზს გპირდებათ!

 

საუკეთესოებს გადაეცემათ ჩვენი ორგანიზაციისა და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები!

 

დარეგისტრირდი და გახდი NextGen გუნდის წევრი, ჩვენთან ერთად, მომავალი იწყება დღეს!

 

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება: შპს „ირაკლი დადიანი ქონსალთინგ სერვისის“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE82BG0000000769042300
დანიშნულება: NEXTGEN

შპს „ირაკლი დადიანი ქონსალთინგ სერვისის
ფალიაშვილის ქ. #43, ბ. 30; თბილისი 0179, საქართველო
ს/კ: 405178267

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
https://www.facebook.com/IDCSLLC/
nmamuladze@idcs.ge
ტელ: 595 03 55 47

# STEP2THEFUTURE
# ნაბიჯიმომავლისაკენ
# მომავალიიწყებადღეს

 
IDCS
1-10
Employee

IDCS

We are ensuring the effective deployment of the skills and knowledge needed to support company... More

Announcements 0

IDCS

work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
registration

აირჩიეთ რეგისტრაციის ტიპი


Log in with Facebook
or


Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79

Warning: Illegal string offset 'agree_terms' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 79



Warning: Illegal string offset 'name' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 87

Warning: Illegal string offset 'email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 95

Warning: Illegal string offset 'confirm_email' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 103

Warning: Illegal string offset 'password' in /var/www/html/res/smarty/templates_c/02c00e6be497b79e8a84255ac801295e88eb969e.file.popup.tpl.php on line 110
წესებს
წესებს
work, vacancies, jobs,  job ads in Georgia, resume, CV, Tbilisi,
Log In

Choose profile type